ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე დაშორებული, პატარა სოფელი მოდეგამი ცარიელდება, მოსახლეობა სოფელს მინიმალური საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო ტოვებს.

მოდეგამი პატარა სოფელია, მაგრამ ბოლო წლებში კიდევ უფრო დაპატარავდა: მოსახლეობა ტოვებს სოფელს, გადადის ახალქალაქში, ან დიდ ქალაქებში. ახალგაზრდები კი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შემდეგ არ ბრუნდებიან ან სკოლის დამთავრების შემდეგ სოფლიდან მიდიან. ბოლო წლებში სოფელი 20-მა ოჯახმა დატოვა, ისინი უბრალოდ სახლებს კეტავენ და ტოვებენ, რადგან მყიდველი არავინაა.

მოდეგამაში ახლა 32 ოჯახი, 150 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში პატარა მაღაზიაც კი არ არის, ზამთარში გზა ხშირად იკეტება, ტრანსპორტი არ მოძრაობს, გაზი, წყალი არის, მაგრამ ზამთარში არ არის საკმარისი. არც საბავშვო ბაღი, სპორტული დარბაზი აქვთ – ახალგაზრდებისთვის არაფერია… სოფლელები ხუმრობით ამბობენ, რომ უფრო ადვილია იმის თქმა თუ რა აქვთ და ამატებენ: „არის მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სოფლელების ხსოვნის ძეგლი“.

Modegam1

მოსახლეობა საყიდლებზე და სხვა საჭიროებებისთვის მანქანებით დადის ქალაქში. ვისაც მანქანა არ ჰყავს, მეზობლებს სთხოვს თან წაიყვანონ. ქალაქიდან სოფელ მოდეგამამდე ტაქსი ცუდი გზის გამო 50 ლარი ღირს.

სოფლის მიდამო ძალიან ლამაზია როგორც გაზაფხულზე, ისე ზამთარში. ამასთან, მაღალმთიანეთში მდებარეობს.

სოფლის მოსახლეობა წუხს, რომ ხალხი ტოვებს რეგიონს, მაგრამ წასულებს არ განსჯიან, გაგებით ეპყრობიან.

modegam3

ფამბუხჩიან რუბენის შვილები სწავლის შემდეგ სოფელში არ დაბრუნებულან:

“ორი შვილი მყავს, სწავლა დაამთავრეს და თბილისში დარჩნენ. ჩემი შვილი დაცვის პოლიციაში მუშაობს, ქალიშვილი ეკონომისტია. აქ პერსპექტივა აქ ჰქონდათ.”

ედო ფამბუხჩიანი ახალქალაქში გადავიდა, იქ სამსახური იპოვა, ნანობს, მაგრამ ამბობს, რომ გადაწყვეტილება ბავშვების საკეთილდღეოდ მიიღო, რათა კარგი განათლება მიეღოთ და შესაძლებლობები ეპოვათ.

„2 შვილი მყავს, მათი კეთილდღეობისთვის გადმოვედი, მშობლები აქ დარჩნენ, ჩემი ძმა სომხეთში წავიდა. აქ ნორმალური საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის“, – განმარტავს ედო ფამბუხჩიანი.

სოფელში სასოფლო-სამეურნეო მიწა ძალიან ცოტაა, ამიტომ ძირითადად მეცხოველეობით არიან დაკავებულნი. მაგრამ აქაც ყველაფერი რიგზე არ არის – რძეს ვერსად ყიდიან. სოფლის მცხოვრებლების თქმით, რძის საყიდლად ხალხი ნინოწმინდიდან მოდის, მაგრამ ბუნებრივია დაბალ ფასად ყიდულობენ. როცა თოვლის ან ტალახის გამო სოფელში მისვლა უჭირთ, რძისთვის საერთოდ არ მოდიან. კარტოფილის რეალიზაციის საკითხიც მოუგვარებელია. ყველა ელის როდის გამოილევა კარტოფილი “ქვედა” სოფლებში, რომ მყიდველები მათთან ამოვიდნენ.

სოფელში გაზი არ არის, გარეთ 21-ე საუკუნეა და სახლებს დღესაც ნაკელით ათბობენ.

დავით ჩახალიანის თქმით, სოფელში მოსახლეობა არსებობს და არა ცხოვრობს.

„ჩვენი სოფლიდან 2 კმ-ში გაზმაგისტრალია, მაგრამ სოფელს გაზი არ მიეწოდება. ამბობენ, პატარა სოფელია, გაზის დაყენება არ არის მომგებიანიო. ყოველი არჩევნების წინ კი ამის მოგვარებას გვპირდებიან. არაფერი გვაქვს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმედიც გვეწურება“, – აცხადებს დავით ჩახალიანი.

სოფელში პატარა ოთახია, სადაც მხოლოდ მაგიდა დგას. სოფლის წარმომადგენელი არამაის ჩახალიანი ხუმრობით ამბობს: „მოხუცებისთვის სახლი ააშენეს და ახალგაზრდების სახლად იქცა“. ახალგაზრდებს წასასვლელი და გასაკეთებელი არაფერი აქვთ.

პრობლემა აქვდს სასმელ წყალსაც.

„ზამთარში წყალი იკლებს, მთებზე ავდივართ და წყლის წყაროები პირდაპირ ავზებში მოგვაქვს, მაგრამ უნდა შევჩერდეთ, რადგან თოვლი დნება და წყალი დაბინძურდა. სხვა გამოსავალი არ არის. გაზაფხულზე როგორღაც გვყოფნის, მაგრამ ზამთარში – არა“,- განმარტავს ჩახალიან არამაისი.

Modegam4

სოფლის მასწავლებლის, დავით ჩახალიანის, თქმით, მომავალ სასწავლო წელს სკოლაში მხოლოდ 5 მოსწავლე დარჩება, ახლა რამდენიმე მოსწავლეთი მეტია. სოფელში რვაწლიანი სკოლაა, მერე ან კოლეჯებში მიდიან ან სწავლას სხვა სოფლებში ამთავრებენ, ძირითადად ბურნაშეთში.