საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.
მისივე თქმით, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მსოფლიოში.
“დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ავიამიმოვლებზე შეზღუდვის ივლისის ბოლომდე გაგრძელება, თუმცა, ჩარტერული რეისები დღესაც სრულდება და ივლისშიც შესრულდება. ეს არ იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, თუ ახლა სრული მასშტაბით აღვადგენდით რეგულარულ ფრენებს”, – განაცხადა თურნავამ ტურისტების მიღების თემაზე საუბრისას.