USAID-ის საერთაშორისო განვითარების აშშ-ს სააგენტო საქართველოს ტურიზმის განახლების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მოქმედების გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ს ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახადა ქვეყნის ეკონომიკა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა სამინისტროს ყველა მოქმედ სააგენტოსთან თანამშრომლობს, მაგრამ, მინისტრის თქმით, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია.
მისი თქმით, პროგრამა ქართულ მხარეს პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის მხარდაჭერას უცხადებს ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში.
პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია «აწარმოე საქართველოში» სააგენტო. კერძოდ, პროგრამა ე.წ. «კონსულტანტების განთავსების» პროექტში მონაწილეობს.
«ეკონომიკური ზრდის პროგრამა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს ეხმარება უცხო ქვეყნის ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს. «კონსულტანტთა განთავსების» პროექტის ფარგლებში ისინი გლობალურ კომპანიებთან იმუშავებენ, რათა მათი სამომავლო ინვესტიციების ადგილი ზუსტად საქართველო გახდეს»,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, USAID-ი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ეხმარება და პრივატიზაციის პროცესის უკეთეს მართვას უწყობს ხელს.
რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტრატაპების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს შესაძლებლობა აქვთ აშშ-ს სილიკონის ხეობაში პოტენციურ ინვესტორებს საკუთარი პროექტები წარუდგინონ.
«პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მართავს. ჩვენი მიზანია, ეს აეროპორტი ვაქციოთ აღმოსავლეთ საქართველოში ტურისტების მოზიდვის ცენტრად, საიდანაც ტურისტებს საქართველოს აღმოსავლეთ ღირსშესანიშნაობების გაცნობა შეეძლებათ და ეს ყველაფერი ამერიკული ხელისუფლების და ამერიკელი ერის დახმარებით განხორციელდება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.