2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.
მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.
დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.
რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიაში bm.ge-ის განუცხადეს, თბილისი-ბათუმის მიმართულების ფასები 150 ლარიდან დაიწყება.
Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით, “ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55-წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.“
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.