ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სახელმწიფო საზღვრის გავლით ყველა გამშვებ პუნქტზე 2021 წლის 11 იანვრამდე დაწესებული კარანტინი კიდევ 6 თვით, 11 ივლისის 17:00 საათამდე, გაგრძელდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში იტყობინებიან.
კარანტინის გახანგრძლივების მიზეზი გახდა ის, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის შესახებ იტყობინება (რიგი სხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით: ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი).
ამასთანავე, სომხეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით კარანტინის დროს შემოღებული ზომები და შეზღუდვები შემსუბუქდა, კერძოდ:
• ის პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, სომხეთის რესპუბლიკაში შესასვლელად საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ სახმელეთო გამშვები პუნქტების გავლით იმ დოკუმენტის ქონის შემთხვევაში, რომელიც COVID-19-ის პოლიმერაზული-ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR) უარყოფით ლაბორატორიულ გამოკვლევას (არაუგვიანეს 72 საათისა) დაადასტურებს, ან სინჯს აიღებენ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე და პირი კორონავირუსის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე ვალდებულია თვითიზოლაციაში იყოს (აქამდე ეს მოთხოვნა მხოლოდ საჰაერო საზღვრის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გამოიყენებოდა).
• საზოგადოებრივ ღონისძიებებში ხალხის რაოდენობაზე შეზღუდვა უქმდება (ამასწინათ 60 კაცზე მეტი არ იყო დასაშვები) და დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების აკრძალვა.