აღმაშენებელი-ერევნის გზაჯვარედინთან მდებარე სახლების მცხოვრებლები კვლავ ჩივიან, რადგან წვიმის შემდეგ წყალი ყოველთვის მათ სახლებსა და სარდაფებში გროვდება. ისინი შეწუხებულნი არიან, რომ მუდმივმა სინესტემ შეიძლება მათი სახლების საძირკველი დაანგრიოს.

ქალაქ ახალქალაქში დრენაჟული სისტემის არარსებობის გამო და ქუჩის სიმაღლის დონის არასწორი გამოთვლების გამო, წვიმის წყალი ვერსად მიედინება, ის სარდაფებში ჩადის და სახლების ქვეშ შეიწოვება. აღამალიანის ქუჩის ბოლო ნაწილის მცხოვრებლები უკვე მრავალი წელია წვიმის წყლების სინესტის გამო იტანჯებიან.

2

მოსახლეობის თქმით, წვიმის დროს ქუჩის ამ ნაწილში მუდმივად გუბეები დგას, სარდაფებში მუდმივი სინესტეა. მაგრამ აღმაშენებლის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, ვითარება უარესად გამწვავდა.

ძლიერი წვიმების შედეგად აღამალიანის ქუჩის ბოლო ნაწილშიც იგივე პრობლემა ჩნდება. ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე ადრეც იყო გუბეები, მაგრამ ისეთი დიდი არა, როგორიც ახლა ჩნდება.

1

მოსახლეობა ამბობს, რომ მზად არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ, ისინი აპირებენ მერიას მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 3 მარტს «ჯავახ ავტო გზა» კომპანიის დირექტორმა, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდა გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, ჯაბა ძირკვაძემ, Jnews-თან საუბარში თქვა: «აღმაშენებლის მონაკვეთზე სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის. ჩვენ ყველაფერს წესდების თანახმად ვაკეთებთ, სარემონტო სამუშაოების საბოლოო დასრულების შემდეგ არავითარი პრობლემა აღარ იქნება».

რეაბილიტაციის ჩატარების ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის 10 ივლისს მოეწერა და ვადა 2020 წლის 12 აგვისტომდე აქვს.

დაეხმარება თუ არა დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩაზე აღმაშენებელი-ერევნის გზაჯვარედინზე სახლების სინესტის საკითხის მოგვარებაში- 2020 წლის შემოდგომით გაირკვევა.

Grad