ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მედპერსონალს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალური სირთულეების გადალახვისთვის ახალი სამედიცინო მოწყობილობა და ატრიბუტები დაურიგეს.
იმისათვის, რომ სოფლის მოსახლეობამ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება მიიღოს, მედპერსონალს შემდეგი სამედიცინო მოწყობილობები დაურიგდათ: დისტანციურ თერმომეტრი დიდებისა და პატარებისთვის, ელექტრონული პულსომეტრი დიდებისა და პატარებისთვის, გლუკომეტრი, ნებულაიზერი და ინგალატორი დიდებისა და პატარებისთვის, სადეზინფექციო ხსნარი, დიდებისა და პატარების კისრის სტაბილიზატორი, ერთჯერადი ხელთათმანები, პირბადეები, ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავების ნაკრები და ბევრი სხვა საგანი და მოწყობილობა.
ახალი სამედიცინო მოწყობილობა ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში იყო შეძენილი, რომელი პროგრამაც LAG-ისა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლებში სულ 44-მა მედდამ მიიღო ახალი სამედიცინო მოწყობილობა და ატრიბუტები.
სამედიცინო მოწყობილობის შეძენაზე ტენდერი 30 ოქტომბერს, 167 160 ლარით გამოცხადდა. თუმცა, ტენდერი მოიგო კომპანია “მედინიუსმა” 158 560 ლარით. 167 160 ლარიდან 150 000 ლარი LAG-მ დააფინანსა, კიდევ 17 160 ლარი ადგილობრივმა ბიუჯეტმა გაიღო.