
როგორც კი თოვლი დნება, ახალქალაქში გზებზე ორმოები უფრო შესამჩნევი და სახიფათო ხდება, რაც მძღოლების გადაადგილებას ართულებს.
Jnews-მა შეეცადა გაერკვია, წელს მერია ახალქალაქში ორმოების გარემონტების სამუშაოებს როდის გეგმავს.
ამის შესახებ ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა,-არა მოვსისიანმა თქვა შემდეგი:
„ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა გართულებულია, რაც საცობებს იწვევს. ამიტომ რამდენიმე ადგილას ორმოების გასწორების სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. მერია უკვე მესამედ აცხადებს ორმოების გარემონტების ელექტრონულ კონკურსს. პირველ და მეორე ჯერზე გარკვეული პრობლემები გაჩნდა, ამიტომ კიდევ გამოვაცხადეთ კონკურსი. როგორც კი ამინდი გათბება, მთელი ქალაქის სამუშაოებს ჩავატარებთ”.