ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, შემდეგ სოფლებში გზები დაკეტილია: მერენიაში, მოდეგამში, ლომატურცხში, აზავრეთში, ალასტანსა და კოკიოში.
ამ წუთებში ერთ-ერთმა თოვლსაწმენდმა მანქანამ სამუშაოები სოფლების დიდი და პატარა სამსრის მიმართულებით დაასრულა და ახლა სოფელ მერენიისკენ გადაინაცვლებს, რის შემდეგაც მოდეგამის, ლომატურცხისა და აზავრეთისკენ მიმავალი გზები გაიწმინდება. მეორე მანქანა ალასტანისა და კოკიოსკენ გაემართა.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი იტყობინება, გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშია.
ეროვნული მნიშვნელობის ნინოწმინდა-ბავრისა და კარწახ-თურქეთის საავტომობილო გზები ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ღიაა.
22 თებერვლიდან შიდა საავტომობილო გზა კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა (ფარავნის უღელტეხილი) გადაკეტილია.