პატარა სამსარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რაიონის ერთ-ერთი შორეული სოფელია. აქ ხალხი მხოლოდ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც გაუთავებელია

სოფელში ბევრი პრობლემაა. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორისაა გაზმომარაგება, ამბულატორიის, საბავშვო ბაღის არარსებობა, დანგრეული გზა. მოსახლეობის თქმით, ბოლო წლებში მათ სოფელში პოზიტიური ცვლილებები არ მომხდარა.

Samsar1

„არჩევნების დროს გვპირდებიან, რომ თქვენს სოფლის პრობლემებს მოვაგვარებთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ერთ ადგილზე ვართ, არც ერთი პრობლემა არ მოგვარებულა. გზის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვერც ვყიდით. ამ გზაზე სოფელში არც ერთი მყიდველი არ მოდის, სატვირთო მანქანები ყველა სოფელში დადიან კარტოფილის საყიდლად, ჩვენს სოფლის გარდა“, – ამბობს სოფელ პატარა სამსარში მცხოვრები ავაგიან გალუსტი.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, თუ 2000-იანი წლების დასაწყისში პატარა სამსარაში 1300 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ეს რიცხვი 300-მდე შემცირდა.

„დაახლოებით 270-300 ადამიანია დარჩენილი. ახალგაზრდები ტოვებენ სოფელს უმუშევრობისა და თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების არარსებობის გამო, – ამბობს სოფლის მაცხოვრებელი ვარშამ ხაჩატრიანი და ამატებს – რძის გაყიდვაც არ შეგვიძლია, მყიდველები არიან, მაგრამ როცა უნდათ მაშინ მოდიან. ხოლო როცა არ მოდიან, არგუმენტირებას აკეთებენ, რომ გზა ძნელად გასავლელია“.

Samsar2

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარამდე მისასვლელად საათნახევარია საჭირო. ეს სოფელი არა მხოლოდ ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, არამედ არც გაზმომარაგება აქვს, არც ამბულატორია და არც საბავშვო ბაღი.

ბუნებრივი აირის შეშით ჩანაცვლება გათბობის პრობლემას გარკვეულწილად აგვარებს, კლინიკის არარსებობა სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემად იქცევა, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როცა გზა იკეტება.

„არის შემთხვევები, როცა ადამიანს პირველადი დახმარება ესაჭიროება და გზა იკეტება. ამბულატორია მაინც რომ გაიხსნას, სხვა არაფერი გვინდა“, – დაამატა სოფელ პატარა სამსარში მცხოვრებმა პაპოიან რუდიკმა.

Samsar3

სოფლის მოსახლეობა სოფლისადმი ყურადღების ნაკლებობას უჩივის და სოფლიდან მიგრაციის მზარდ ტემპს აღნიშნავს.

„ასე თუ გაგრძელდა, სოფელი მთლიანად დაცარიელდება. საჭიროა წინასწარ შესაბამისი ზომების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე გვიანი იქნება“.

გევორგ ჯანოიან