ალათუმანი-ბეჟანოს გზა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით იქნება ასფალტირებული. ახალქალაქის მერიამ ამ მონაკვეთის შეკეთებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. საერთო ჯამში, 2880მ გზის საფარი დაიგება.
ალათუმანი-ბეჟანოს გზა ორ ეტაპად აშენდება. 225 000 ლარის ოდენობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს გაიმართება, სამუშაოების მეორე ეტაპი, რომლის ოდენობაც 1,661,102 ლარია, 2021 წელს განხორციელდება.
პროექტის მთლიანი მოცულობა 2880 მეტრი გზის მშენებლობისთვის 1 886 102 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება 94 305 ლარი, ხოლო დანარჩენი 1,791,797 ლარი რეგიონული ფონდის მიერ გამოიყოფა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ალათუმანი-ბეჟანოს გზის მშენებლობაზე ტენდერი 24 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 სექტემბერია. სამშენებლო სამუშაოები ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება.
გაითვალისწინეთ, რომ გზის ამ მონაკვეთის შეკეთება მრავალი წლის განმავლობაში მოსახლეობის განხილვის თემა იყო. მოსახლეობის თქმით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს შესაბამის დეპარტამენტებს.