
ბოლო დროს სკოლებში საატესტატო გამოცდების თემა აქტიურად განიხილება მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად მოსწავლემ უნდა ჩააბაროს გამოცდები. Jnews-მა გადაწყვიტა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება..
2019 წელს საქართველოს პარლამენტმა სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მიიღო. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ XI და XII კლასის მოსწავლეები ატესტატის მისაღებად დამამთავრებელ გამოცდებს აღარ აბარებენ.
იმის გასარკვევად, ჩატარდება თუ არა საატესტატო გამოცდები, Jnews-ი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ატესტატის მისაღებად სტუდენტს არ სჭირდება გამოცდის ჩაბარება. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის სახით ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რა შემთხვევაში უნდა ჩააბაროს მოსწავლე გამოცდა?
„ამჟამად კანონი არ მოითხოვს ატესტატის მისაღებად გამოცდის ჩაბარებას , მაგრამ გაცნობებთ, რომ თუ მოსწავლის წლიური ქულა 5-ზე ნაკლებია, სკოლა ვალდებულია ამ საგანში დანიშნოს საშემოდგომო გამოცდა. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების კანონი და წესი დადგენილია სასკოლო სასწავლო გეგმით. ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს საგამოცდო განრიგს, შესაბამისად გონივრულ ვადაში წინასწარ აცნობებს მოსწავლეებს და მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინფორმაციას და მონაცემებს, რომ სკოლას უფლება აქვს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში თითოეულ კლასში დანიშნოს გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში (გამოცდა არ ტარდება იმავე საგანში ორი წლის განმავლობაში), გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საგნის/საგნების სიღრმისეული შესწავლის შემთხვევებისა“,- ხაზი გაუსვეს სამინისტროში.
ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ სკოლას აქვს უფლება დანიშნოს და ჩაატაროს გამოცდები საკუთარი შეხედულებისამებრ.
Jnews-მა შეეცადა გაერკვია, არის თუ არა სკოლები ახალქალაქში, სადაც მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ.
ჩვენ ახალქალაქში მოქმედ ოთხ სკოლას დავუკავშირდით.
ახალქალაქის №1 სკოლის დირექტორმა რუზან ტეპოიანმა აღნიშნა, რომ მათ სკოლაში გამოცდები ტარდება.
„ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ დასკვნით გამოცდებს. ეს არის სკოლის შიდა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ მასწავლებელთა კრებაზე. გამოცდებს VII და მაღალი კლასებისთვის ვატარებთ, I-VI კლასები დაწყებითია, ტესტები აქვთ. გამოცდებს აბარებენ სხვადასხვა საგანში, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა საგანი იყოს ჩართული, თუ ერთ კლასში ისტორიაა, მეორეში გეოგრაფია, მესამეში ქიმია, მეოთხეში ფიზიკა“, – ამბობს რუზან ტეპოიანი.
ახალქალაქის №2 სკოლის დირექტორმაც დაადასტურა, რომ გამოცდები მათ სკოლაშიც ტარდება.
„ყოველწლიურად, სასწავლო გეგმის მიხედვით გამოცდები ტარდება. სექტემბერს თითოეულ კლასში აბარებენ ორ გამოცდას, სხვადასხვა საგანში“, – აღნიშნა ანაჰიტ აბგარიანმა.
ახალქალაქის №3 სკოლის დირექტორმა ნინო სუდაძემ აღნიშნა, რომ მათი სკოლა გამოცდებს არ ატარებს, თუმცა ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნა, რა ვითარებაში მოეთხოვება მოსწავლეს გამოცდა?
„ჩვენ არ გვაქვს გამოცდები, მაგრამ გვექნება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ბავშვს საშემოდგომო გამოცდის ჩაბარება უწევს“, – თქვა ნინო სუდაძემ.
სასკოლო გამოცდები ასევე არ ტარდება ახალქალაქის №4 სკოლაში.
„წელს გამოცდები არ გვაქვს დაგეგმილი“, – თქვა სკოლის დირექტორმა გაიანე კარახანიანმა.
როგორც აღვნიშნეთ სკოლები, მათთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, დამოუკიდებლად წყვეტენ, ჩაატარონ თუ არა გამოცდა. ამ გადაწყვეტილებას იღებს სკოლა და აღნიშნულია სკოლის შინაგანაწესში. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, თუ მოსწავლის წლიური ქულა 5-ზე ნაკლებია, სკოლა ვალდებულია დანიშნოს სტუდენტის საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
ფენია თოროსიან