სოფელ ოკამში ორი სკოლა მეცადინეობას, ხის შენობაში, ორ ცვლად, სკოლისათვის ელემენტარული პირობების გარეშე ასრულებს. სოფელში ორი სკოლა შენდება: სომხური და ქართული. სკოლის შენობები წელს უნდა აშენდეს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ფუნდამენტია მზად.

ამჟამად ოკამის სკოლაში დაახლოებით 100 ბავშვი სწავლობს – 62 მოსწავლე №1 ქართულ სკოლაში და 30 მოსწავლე №2 სომხურ სკოლაში. დილის საათებში სწავლა №1 სკოლაში ტარდება, დღის მეორე ნახევარში – №2 სკოლაში. ამ სოფელში დიდი ხანია სკოლის ახალი შენობა ესაჭიროება. გასულ წელს ორი სკოლისთვის ცალკე შენობების მშენებლობა დაიწყო.

«ჩვენ პირველ ცვლაში ვსწავლობთ: მეცადინეობები 9:00 საათზე იწყება და 14:00 საათზე მთავრდება»,- ყვება №1 სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე.

«ჩვენ, სომხები, მეორე ცვლაში ვსწავლობთ, 14:00 საათზე»,- თქვა ჰოვანეს მღდესიანმა, ოკამის №2 სკოლის დირექტორმა.

ორივე სკოლის დირექტორებს რაც შეიძლება მალე უნდათ ახალ შენობაში გადასვლა, სადაც, მათი ვარაუდით, სკოლისათვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი.

ახალქალაქში მკაცრი ზამთვრის პირობების მიუხედავად, ამ დღეებში სკოლის ახალი შენობების მშენებლობის სამუშაოები ტარდება.

hokam2.

ოკამის N1 საჯარო სკოლის ახალი შენობა

სამშენებლო სამუშაოების პასუხისმგებლის თენგიზ ნაგზაიძის თქმით, სკოლაში სამუშაოები მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

«ნულიდან დავიწყეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლი მშენებლობა. ამინდი მშენებლობაში ხელს არ გვიშლის. ორი სკოლის სამშენებლო სამუშაოები უნდა დავასრულოთ. დასრულების კონკრეტლ თარიღებს ვერ დავასახელებ»,- თქვა მან.

holam12345
ოკამის N2 საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა

სკოლის შენობების მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს «Saba Construction»-ი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ორ სკოლას აშენებს – სომხურს და ქართულს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 სკოლის ახალი შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი. სახელმწიფო სკოლის მშენებლობის საერთო ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 3 444 944, 34 ლარს შეადგენს, დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის ღირებულება – 7 578 878 ლარი.

ოკამის N2 სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის მშენებლობის კონტრაქტის საერთო ღირებულება 2,146,295.60 ლარს შეადგენს, დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის ღირებულება – 4,721,850 ლარი.

მშენებლობის ვადები ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, მხოლოდ მშენებლობაზე გათვლილი დღეების რაოდენობაა მითითებული. კერძოდ, მშენებლობაზე 2024 წლის მაისიდან 285 კალენდარული დღეა გათვალისწინებული, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას მშენებლობისათვის მითითებული თარიღიდან 9,5 თვე აქვს.