ახალქალაქის სკოლებში ვაკანსიებია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლაში სხვადასხვა საგანში ვაკანსიებია, ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე teachersjob.ge ქვეყნდება.

ამრიგად:

კარწახის საჯარო სკოლაში მასწავლებლების ვაკანტური ადგილებია შემდეგ საგნებში:

– V, VI, VII, VIII, IX კლასის მუსიკა,
– სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების V, VI, VII, VIII, IX, X კლასები,
– IV, V, X, XI კლასების უცხო ენა (ინგლისური),
– I, III, V, VI კლასების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,
– X, XI, XII კლასების ფიზიკური აღზრდა და სპორტი და ასევე სპეციალური მასწავლებლისა და ბიბლიოთეკარის ვაკანსიები.

ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის მე-3 საჯარო სკოლაში:

– I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების ფიზიკური აღზრდა და სპორტი,
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტისა და დირექტორის მოადგილის ვაკანტურ პოზიციებზე.

ბარალეთის No1 საჯარო სკოლაში ვაკანსია IX კლასის მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

აგანას საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა.

სულდას საჯარო სკოლას აქვს:

– I, III, V, VI კლასების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,
– XI კლასის მათემატიკა,
– სკოლის ექიმისა და სპეცმასწავლებლის ვაკანსიები.

ვარევანის საჯარო სკოლას აქვს:

– მუსიკის VII, VIII, IX კლასები,
– ბიოლოგიის VIII, IX კლასები,
– XI, XII კლასის ისტორიის მასწავლებლის ვაკანტური პოზიციები.

აზავრეთის საჯარო სკოლაში ვაკანსია XI კლასის გეოგრაფიის მასწავლებლის თანამდებობა.

აზმანას საჯარო სკოლას II კლასის დაწყებითი მასწავლებლის ვაკანტური ადგილი აქვს.

ალასტანის საჯარო სკოლას აქვს:

– VII კლასის ისტორია,
– ჩვენი საქართველო,
– XI კლასის საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების მასწავლებლის ვაკანსიები.

დიდი სამსარის საჯარო სკოლას აქვს:

– ქართული, როგორც მეორე ენა IX, X, XI, XII კლასებში არაქართულენოვან სკოლებში,
– ჭადრაკის II, III კლასები,
– ქიმიის VIII, IX, X, XI, XII,
– II, III, V, VI, VII, VIII, IX, X კლასების მუსიკის მასწავლებლების ვაკანსია.