17 დეკემბერს ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს წარჩინებით დამთავრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ სერტიფიკატები და ოქროს მედლები გადაეცათ.
ოთხმა მოსწავლემ ახალქალაქის №4 სკოლა 2022-23 სასწავლო წელი შესანიშნავი შედეგებით დაამთავრა. წელს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთბის სერტიფიკატებისა და სიგელების საზეიმო გადაცემა პირველად გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და, რა თქმა უნდა, თავად მედალოსნები.
ღონისძიებაზე მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ მედალოსანთა კლასის ხელმძღვანელები, პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეებმა უკვე „გამოცდილი“ სტუდენტებისთვის რამდენიმე კითხვა მოამზადეს. მათ გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, გავლილი გზის სირთულეები, ასევე მადლობა გადაუხადეს სკოლას და პედაგოგიურ კოლექტივს და მოუწოდეს მოსწავლეებს კარგად ისწავლონ და იბრძოლონ მიზნების მისაღწევად.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ ელენა გრიგორიანი, ტათევიკ საარიანი, ანაჰიტ იორდანიანი და ანაჰიტ სანდაძე.
სკოლას 2023-24 სასწავლო წელს 11 ოქროს მედალოსანი ჰყავს. ხოლო კითხვაზე, რამ გამოიწვია ასეთი დიდი განსხვავება, სკოლის დირექტორი გაიანე კარახანიანი ამბობს:
„რადგან მე-10, მე-11, მე-12 კლასების აკადემიური მოსწრება იანგარიშება, შესაძლოა, მიზეზი იყო კორონავირუსი, როცა გაკვეთილები ონლაინ ტარდებოდა და მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია შეზღუდული იყო, ანუ ბევრი სირთულე იყო. შესაბამისად, მედალოსანთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო“.
ოქროს მედალოსანთაგან სამი სწავლას აგრძელებს ერევნის, ერთი კი თბილისის უნივერსიტეტებში.
ფენია თოროსიან