
სოფელ ხავეთის დიდი ხნის პრობლემა თითქმის მოგვარებულია. ამჟამად მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ გზაზე შეზღუდვები არ არის. ისინი ამბობენ, რომ შეზღუდვების დამონტაჟებით ბავშვები უფრო დაცულები იქნებიან და ავტოსაგზაო შემთხვევებს თავიდან აიცილებენ.
„გზა ძალიან კარგია, თქვენ თვითონ ხედავთ. ადრე ჩვენი სოფლის გზა ზამთარში ხშირად იკეტებოდა. გზის მშენებლობასთან ერთად მსგავსი ინციდენტები აღარ ყოფილა. ამ გზამ ჩვენი სოფლის მოსახლეობას ცხოვრება გაუადვილა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია გაგვიადვილა. წარმოიდგინეთ, წელს პირველად მოვიდა ჩვენს სოფელში სატვირთო მანქანა კარტოფილის საყიდლად“, – ამბობს სოფელ ხავეთში მცხოვრები კარაპეტ კარაპეტიანი.
ხავეთში აღნიშნავენ, რომ გზა ოდნავ შევიწროებულია, მაგრამ არ უჩივიან, რადგან მათი დიდი ხნის ოცნება ახდა.
„10 წლის წინ რომ გვქონოდა ეს გზა, ჩვენი სოფლიდან ნაკლები მიგრაცია იქნებოდა“, – დაამატა კარაპეტმა.
თუ ადრე სოფლის მოსახლეობას სოფელ სულდამდე 30-40 წუთი სჭირდებოდა, ახლა მხოლოდ 15-20 წუთი სჭირდება.
„სანამ ჩვენი სოფლის გზა გაკეთდებოდა, წელიწადში რამდენჯერმე მიწევდა მანქანის შეკეთება, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. თუმცა გზაზე სიჩქარის შეზღუდვების პრობლემა არსებობს. მინდა, სიჩქარის შემზღუდველი დამონტაჟდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევები“, – ამბობს სოფელ ხავეთის მკვიდრი ჰარუთიუნ ხაჩატრიანი.
ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. გზის რეაბილიტაცია 2023 წელს, სოფელ ხავეთიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში 5,5 კმ-ზე მეტი ბეტონის გზა დაიგო. წელს ერინჯა-მიასნიკიანის მონაკვეთი დაბეტონდება. გზის ბეტონირების დასასრულებლად მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ დაახლოებით 2 კმ 400 მ-ის აღდგენა სჭირდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, გზის მშენებლობა გასული წლის შემდეგ თოვლის გამო არ დასრულებულა.
„გზის მშენებლობას განვაახლებთ, როგორც კი გათბება.ერინჯა-მიასნიკიანის გზის მონაკვეთის ბეტონირებისათვის 2024 წელს 148 751 ლარია გამოყოფილი, ხოლო 2025 წელს -1 678 889 ლარი.
რაც შეეხება შეზღუდვების დამონტაჟებას, არა მოვსისიანმა თქვა: „თუ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი ან სკოლა არის, მაშინ მათი მოვალეობაა შეზღუდვების დამონტაჟება, მაგრამ თუ მოსახლეობა მოგვმართავს, ამ შემთხვევაში მზად ვართ დავამონტაჟოთ შეზღუდვები. ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას”.
ახალქალაქის მერიაში ირწმუნებიან, რომ გზის საბოლოო მშენებლობა ივნისში დასრულდება.
ხაზს ვუსვამთ, რომ ახლად აშენებულ გზას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამი სოფლისთვის: ხავეთისთვის, დავნიასა და ერინჯასთვის.
გევორგ ჯანოიან