შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, 1 დეკემბრიდან 1 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებები გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით იმოძრავებენ. თუ მძღოლები ზემოაღნიშნულ კანონს დაარღვევენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.
ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბურავს უნდა ჰქონდეს მარკირება ფიფქის სახით
საბურავის სარტყლის სიღრმე უნდა იყოს
– მინიმუმ 3 მმ მსუბუქი ავტომანქანებისთვის (M1) და სატვირთო მანქანებისთვის (N1, N2, N3)
– მინიმუმ 4 მმ მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3),
საბურავის დამზადებიდან 10 წელი არ უნდა გასულიყო.
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს წარმოების თარიღის წაკითხვა.
ავტობუსებს (M3) და სატვირთო მანქანებს, რომელთა მთლიანი წონა აღემატება 3,5 ტონას (N2, N3) უფლება აქვთ გამოიყენონ ზამთრის საბურავები, რომლებსაც არ აქვთ ფიფქის ნიშანი.
თოვლის ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული, მორგებული იყოს მანქანის საბურავებზე და შესაფერისი იყოს თოვლიან/ყინულოვან გზებზე გამოსაყენებლად. თოვლის ჯაჭვები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ თოვლით და/ან ყინულით დაფარულ გზებზე.
ზამთრის საბურავებისა და ჯაჭვების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების მიხედვით 5 ქულით შემცირდება.
დადგენილებამ ასევე დაამტკიცა იმ მონაკვეთების/გზების სია, რომლებზეც ზამთრის საბურავებით და/ან ჯაჭვებით მანქანების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთარში: