
ახალქალაქში ვრცელდება ინფორმაცია ქალაქში მოქმედი ორი ქსელური მაღაზიის დახურვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ქსელური მაღაზიებიდან Jnews-ს დაარწმუნეს, რომ არ იკეტებოდა, ჩვენ ადგილზე ვესტუმრეთ და გავიგეთ, რომ ერთ-ერთი მაღაზია მართლაც იკეტებოდა.
უკვე ორი კვირაა ახალქალაქში სპარისა და მაგნიტის მაღაზიების დახურვაზე საუბრობენ. მაღაზია სპარი 3 წელზე მეტია რაც მოქმედებს ახალქალაქში, ხოლო მაგნიტი შარშან გაიხსნა. ქართულ ქსელურ მაღაზიებს ახალქალაქამდე მოსასვლელად დიდი დრო დასჭირდათ. მრავალი წლის განმავლობაში არ არსებობდა ქსელური მაღაზიის არცერთი ფილიალი, გარდა საბითუმო ქსელის “Jibe”, რომელიც ქალაქის გარეუბანში გაიხსნა. სპარის მაღაზია გაიხსნა სამი წლის წინ, ლიბრე 2023 წელს გაიხსნა, ხოლო ორი ნაბიჯი და მაგნიტი 2024 წელს გაიხსნა.
ვეწვიეთ მაგნიტისა და სპარის მაღაზიებს. მაღაზია მაგნიტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. ხოლო სპარის მაღაზია ნახევრად ცარიელი იყო, მაღაზიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ის მალე დაიხურება, ამიტომ ისინი ახალ პროდუქტებს არ იღებენ.
Jnews-მა გადაწყვიტა ჩაეტარებინა გამოკითხვა მოსახლეობაში, რათა გაერკვია, ძირითადად სად ყიდულობენ ადამიანები და რამდენად გავრცელებულია ქსელური მაღაზიები ახალქალაქის მოსახლეობაში.
გამოკითხვა ჩავატარეთ როგორც ახალქალაქის ქუჩებში, ასევე Jnews-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.
Jnews-ის გამოკითხვაში ახალქალაქის ქუჩებში 62-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
Jnews-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვაში 293 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა:
ახლახან გახსნილმა ქსელურმა მაღაზიებმა, მიუხედავად ხშირი ფასდაკლებისა, ახალქალაქში დიდი პოპულარობა ჯერ ვერ მოიპოვა. ამას მოწმობს ზემოაღნიშნული მონაცემები.
ახალქალაქი საკმაოდ დიდი რეგიონია, რომელიც რამდენიმე ათეულ სოფელს მოიცავს. ის ითვლება სავაჭრო ცენტრად არა მხოლოდ ქალაქის მცხოვრებთათვის, არამედ რეგიონის ყველა სოფლისთვის. არის დიდი, პატარა, საბითუმო, საცალო და ქსელური მაღაზიები.
ფენია თოროსიან