დღეს, 28 სექტემბერს, დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მელიქ რაისიანმა საკუთარ Facebook გვერდზე მთლიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა, რითაც სომხური მხარისადმი თანადგომა გამოაცხადა.

“დილით, 27 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი საომარი ქმედებები დაიწყეს. ეს აზერბაიჯანის მორიგი სისხლიანი პროვოკაციაა, რომლის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. აზერბაიჯანს ყველა შესაძლო ძალებით თურქეთი ეხმარება.

მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთიას შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან და მათ წინაშე დადგენილ დავალებებს ასრულებენ.

მთელი სომეხი ერი, მათ შორის ჩვენც, ჯავახეთის მოსახლეობა, ადრინდელის მსგავსად, ახლაც, და შემდგომშიც, სომხეთისა და არცახის თავისუფლებისა და უფლებების მომხრენი ვიქნებით. სომხეთსა და არცახში უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ არა მხოლოდ სიტყვიერად და მატერიალურად დავეხმაროთ, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, ავიღოთ იარაღი და ადამიანთმოძულე ტომების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ”,-  Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა მელიქ რაისინმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, დაახლოებით 07:15 საათზე, აზერბაიჯანის მხარემ საჰაერო და სარაკეტო-საარტილერიო სროლების გამოყენებით, სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე შეტევები დაიწყო, განახორციელა დარტყმები დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის ქალაქ სტეფანაკერტზე. სომხური მხარე 31 მსხვერპლის შესახებ გვაცნობებს. დამოწმებული მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაახლოებით 200 სამხედრო პირი, 30 ტანკი და 20 უპილოტო მფრინავი აპარატი დაკარგა.