19 იანვარს, ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, დპირების (დიაკონების) ხელდასხმის ცერემონია გაიმართა, რომელიც ეპარქიის წინამძღვარმა, უწმინდესმა ეპისკოპოსმა ტერ კირაკოს დავთიანმა აღავლინა.
წმინდა წერილის კითხვითა და შარაკანის გალობით აღევლინა წმინდა ცერემონია, რომლის მიხედვითაც 23 სასულიერო პირი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, უწმინდესმა ეპისკოპოსმა ტერ კირაკოს დავთიანმა საეკლესიო მსახურების პირველ ხარისხში მოიწვია.
დიაკვნის ხარისხი მიენიჭა ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის 10 მსახურს, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის 3 და სურბ სარგის ნინოწმინდის ტაძრის 10 მსახურს.
ეპისკოპოსი ამქვეყნიურ სურვილებზე უარის თქმის ნიშნად ხელდასხმულთა თავზე თმის ღეროს აჭრის. შემდეგ გადასცემს მათ საეკლესიო წიგნს, ცოცხს, გასაღებს, ბიბლიას, მაშტოცის სარიტუალო წიგნს, სასანთლეს და თასს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი მნიშვნელობა.
ცერემონიას მშობლები, მორწმუნეები და სტუმრები ესწრებოდნენ. ეპარქიის წინამძღვარმა აღასრულა ხელდასხმის საიდუმლო, შემდეგ უსურვა, რომ ამიერიდან დიაკვნები ყოვლისშემძლე ღმერთის წმიდა ხელის მფარველობით კიდევ უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიონ.