სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატი უარყოფს ინფორმაციას, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ტაძარში უკანონო სამუშაოები განხორციელდა, რომლის შედეგადაც ტაძრის ტერიტორიაზე არსებული სამარხები დაზიანდა. ვიკარიატიდან გვატყობინებენ, რომ ტექნიკა ძეგლის ტერიტორიაზე გეოლოგის მითითებით მუშაობდა, რათა მას თავისი დასკვნა გაეკეთებინა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, სამცხე ჯავახეთის ვიკარიატის ნეტარ ვარდაპეტმა (არქიმანდრიტი) ტერ მაგაკია ამირიანმა თქვა:
«ჩვენი მიზანი სოფელ გომანში სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ტაძრის აღდგენაა. რამდენიმე დღის წინ, როდესაც სოფელ ბალხოში საქართველოდან ექსპერტები ჩამოვიდნენ, ისინი ასევე სოფელ გომანში მოვიწვიეთ, რათა გვეჩვენებინა ის ტაძარი, რომლის გარემონტებასაც ვაპირებთ. მათ ვუთხარით, რომ ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი უკვე გვაქვს და რომ მუდამ ჩნდება სირთულეები. მათაც დაადასტურეს, რომ მას შემდეგ, რაც შეგროვილი იქნება ყველა აუცილებელი დოკუმენტი, გავუგზავნით მათ, რათა ტაძრის რესტავრაციისათვის პირობები დავაზუსტოთ»,- ამბობს ვარდაპეტ ამირიანი.
ჯავახეთის ვიკარიატმა პროექტი მოამზადა და დოკუმენტების სრული ჩამონათვალის გასაგზავნად საჭირო იყო გეოლოგის დასკვნა, ტრაქტორი ტაძრის ეზოში ამ მიზნით მუშაობდა .
«ახალციხიდან მოვიწვიეთ გეოლოგი, რომელიც ქვეყნის შესაბამისი სამინისტროს მიერ ლიცენზირებული პირია, ანუ კანონის საფუძველზე აკეთებს მის საქმეს. სამუშაოს შესრულებისათვის, ტაძრის საძირკველის შესამოწმებლად მან ტრაქტორით სამი პატარა ორმოს ამოთხარა მოითხოვა. ჩვენ მისი ყველა პირობა შევასრულეთ, მან თავისი სამუშაო შეასრულა. არავითარი უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, ტაძარი არავის დაუზიანებია. უბრალოდ იმის გამო, რომ საძირკველთან დაახლოებით 1-1,5 მეტრი სიღრმის ორმო იყო ამოთხრილი, რამდენიმე ძვალი ამოვიდა, რაც სენსაცია არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, სადაც არ უნდა ამოთხაროთ- ძვლებს იპოვით. სამარხების დაზიანების შესახებ მათი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არავითარი სამარხი არ დაზიანებულა»,- განმარტავს ვარდაპეტ ტერ მაგაკია ამირიანი.
ვიკარიატში არ იცოდნენ, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
«არ ვიცოდი, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ისინი ვალდებულნი იყვნენ ჩემთვის ეთქვათ. მე შემატყობინეს, მათთან მივედი და იგივე ვუთხარი, შემდეგ მათ კითხვებზე პასუხის გაცემას დავთანხმდი. ვიკარიატში მივიღე გამომძიებელი სპეც-თარჯიმნითან ერთად და არსებული ვითარების არსი ავუხსენი. გამოძიების დროს ხელმოწერილი, ბეჭდიანი დასკვნები მივიღე გეოლოგისგან, რომელიც სამუშაოებს ახორციელებდა. პასუხები გამომძიებელს ვაჩვენე და ვთქვი, «ეს არის მტკიცებულება, ეს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულმა სპეციალურმა ადამიანმა-გეოლოგმა განახორციელა»,- ამატებს ჯავახეთის სულიერი ლიდერი.
მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ გომანის ნახევრადდანგრეული ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არავის უჩვენებია.
«გამომძიებელს ვუთხარი, რომ მათ სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტის წარდგენის გარეშე აღძრეს, რადგან მათ არ აქვთ საბუთი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს ძეგლი ისტორიული დანიშნულებისაა. არავის უჩვენებია ასეთი დოკუმენტი. მე გამომძიებელს ვუთხარი, რომ არ ვუპასუხებ შეკითხვებს, რადგან მათ მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს საფუძველი არ გააჩნია, რომ ეს «უკანონო ქმედებაა», რომელიც ისტორიული ძეგლის მიმართ არის განხორციელებული, არ აქვთ იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს ნახევრადდანგრეული ტაძარი ისტორიული ძეგლია»,- არგუმენტირებას უკეთებს ვარდაპეტ ტერ მაგაკია ამირიანი.
ვარდაპედი ამბობს, რომ ტაძრის აღდგენა მათი და ადგილობრივი მოსახლეობის სურვილია. გომანის მოსახლეობამ სპეციალური წერილით და ხელმოწერით ტაძრის აღდგენის ნებართვის მოპოვების თხოვნით მუნიციპალიტეტს მიმართა, ხოლო მერიამ შესაბამისი წერილით უპასუხა, რათა შეავსონ აღდგენასთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ.
«ყველა დოკუმენტი გვაქვს, სოფლის მოსახლეობის განცხადებითა და მერის წერილიდან მოყოლებული, ჩვენ პირველი წერილი 2020 წლის თებერვალში რელიგიურ სააგენტოშიც გავაგზავნეთ. ეს დოკუმენტები გამომძიებელს წარვუდგინე, არაფერი უკანონო არ განხორციელებულა»,- დაამატა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის სულიერმა ლიდერმა.
დავამატებთ, რომ 7 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.