8 მაისს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ქართულმა ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მთავარეპისკოპოსმა სომხეთში დაწყებული „ტავუში სამშობლოსთვის“ საერთოეროვნული მოძრაობის უპირობო მხარდაჭერა გამოხატა.
„სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია მისი წინამძღოლის, ეპისკოპოსის ტერ კირაკოს დავთიანის წარმომადგენლობით მხარს უჭერს ეროვნულ „ტავუში სამშობლოსთვის“ მოძრაობას, მის მონაწილეებს, ასევე მოძრაობის ლიდერს ბაგრატ გალსტანიანს. არქიეპისკოპოსის თეზისის „ტაძარი ამარცხებს ქუჩას“ მიღებით, ქართველი სომხები უერთდებიან ეროვნულ მოძრაობას ლოზუნგით „სომხეთი, სამშობლო და ღმერთი“, – ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის” წევრები ტავუშის ეპარქიის წინამძღოლის, დეკანოზი ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, მეოთხე დღეა აგრძელებენ მსვლელობას დედაქალაქ ერევნისკენ. სახალხო პროტესტის მიზეზი აზერბაიჯანის მოთხოვნების საპასუხოდ სომხეთის ხელისუფლების ცალმხრივი დათმობაა.
მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ წევრებმა მსვლელობა კირანციდან დაიწყეს. 9 მაისს შუადღისთვის აპირებენ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მისვლას, სადაც ფართომასშტაბიანი ეროვნული აქცია იგეგმება.