სომხური სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის სომხური ეკლესიის ხუთი დიდი დღესასწაულიდან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი შვიდი დღესასწაულიდან უძველესი. ახალქალაქის სურბ ხაჩ-ის ეკლსიაში დილის ლიტურგია ჩატარდა, რასაც მოჰყვა ყურძნისა და “მატაღის” კურთხევის ცერემონია.
დღეს, ახალქალაქის სურბ ხაჩ-ის ეკლესიის ეზოში, ჩვეულებრივზე მეტი ხალხმრავლობა იყო, ყველას ყურძენი ეჭირა ხელში. სოფლებიდან ჩამოსული ხალხი შეიკრიბა და ქალაქი მოუთმენლად ელოდა ყურძნის კურთხევის ცერემონიას. ითვლება, რომ ყურძნის კურთხევით სხვა ხილიც იკურთხება.
ყურძნის კურთხევის შემდეგ, “სურბ ხაჩ” ეკლესიის ნათლიამ მარტიროს მურადიანმა, სამცხე-ჯავახტისა და წალკის სულიერი წინამძღვართან, ვარდაპეტ ტერ ნშან ჰმაიაკიანითან და “სურბ ხაჩ” ეკლესიის მღვდელ ტერ ნარეკ ტიგრანთან ერთად მატაღი (ღვთისადმი შესწირვა) დაურიგა მორწმუნეებს .
ლეგენდის თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, ღვთისმშობელი იერუსალიმში, მახარებელი იოანეს მზრუნველობით ცხოვრობდა. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში, ღვთისმშობელი ეწვია თავისი საყვარელი შვილის საფლავს და განუწყვეტლივ ლოცულობდა. ერთ -ერთი ამ ვიზიტის დროს, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოჩნდა და მოუტანა ცაში მისი ამაღლების სასიხარულო ცნობა.
ღვთისმშობელმა ეს გზავნილი თავის ნათესავებს და ყველა ქრისტიანს გადასცა, დატოვა ანდერძი, რომ გეთსიმანიაში დაეკრძალათ. ღვთისმშობლის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე, ყველა მოციქული, წინასწარი შეთანხმების გარეშე, მის სახლში შეიკრიბა. ყოვლადწმინდა ქალწულმა უანდერძა მოციქულ იოანეს აღესრულებინა წმინდა ლიტურგია, რათა უკანასკნელად მიეღო წმიდა ზიარება. სანამ მოციქულები ტიროდნენ, იოანემ დაფა აიღო, გადასცა ღვთისმშობელს და სთხოვა, რომ მისი გამოსახულება გადაეღო მასზე.