15 იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს. პროდუქტების შეძენის ტენდერი გაიმართა. საბავშვო ბაღებში ბავშვების ტრანსპორტირების ტენდერი დღეს, 17 იანვარს მთავრდება. დღეისათვის ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, საიდანაც 12 კვებით, 2 კი ალტერნატიული (ნახევარი დღე მუშაობენ კვების გარეშე).
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ყველა საკითხი უკვე მოგვარებულია. საკვები პროდუქტების შესყიდვაზე 7 სხვადასხვა ტენდერი გამოცხადდა. პროდუქტებით უზრუნველსაყოფად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 639 094 ლარი გამოყო. პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიები განისაზღვრება კონკურსის გზით. წელს პროდუქციის შესყიდვის 7 ტენდერიდან კომპანია „კუმმა“ 6-ში მოიგო, მხოლოდ ერთ ტენდერში მარცვლეულისა და ბოსტნეულის შესყიდვაზე ინდმეწარმე თინათინ გორგოძემ.
2022 წლიდან კომპანია „კუმი“ საბავშვო ბაღების ასოციაციის ბავშვების კვების პროდუქტების შეძენის კონკურსებში მონაწილეობს და ტენდერში ყველა ან უმეტეს ნაწილს იგებს. 2019 წლიდან 2025 წლამდე ადგილობრივი კომპანიები და მეწარმეები ახალქალაქში საბავშვო ბაღებისთვის საკვების შესყიდვის ტენდერში არ მონაწილეობდნენ.
ახალქალაქში 12 სოფლის საბავშვო ბაღისთვის და ახალი საბავშვო ბაღისთვის, რომელიც 2025 წელს ქალაქის სამხრეთ ნაწილში, №5 საჯარო სკოლის (ყოფილი ინტერნატი) გვერდით გაიხსნება, პროდუქცია იქნება შეძენილი.
ანაიდა ასატურიანის თქმით, ახალი საბავშვო ბაღი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება, სადაც 100-მდე ბავშვის მიღებას აპირებენ.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია ბავშვების სკოლამდელი განათლება უზრუნველყოს, ამიტომ სოფლებში ბავშვებისთვის, სადაც საბავშვო ბაღები არ არის, ტრანსპორტირება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ხდება.
მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სადაც სკოლამდელი დაწესებულებები არ არის, 370 ბავშვის სოფლის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირების ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის ახალქალაქის სამი საბავშვო ბაღიდან, რომლებიც ამჟამად რემონტი მიმდიმარეობს. განაცხადების მიღების ვადა ხვალ, 17 იანვარს დასრულდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 429 587 ლარი გამოიყო.
2023 – 2024 წლებში ბავშვების სხვა საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირების ტენდერში ინდმეწარმე გიორგი წურწუმიამ გაიმარჯვა.