„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან სკოლაში პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარის ცვლილება შევიდა ძალაში.

თუ 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში მისვლა შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 1 დეკემბრამდე უსრულდებოდათ 6 წელი, მაშინ 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში მისვლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრისთვის შეუსრულდებათ 6 წელი.

საქართველოში დაწყებით სკოლაში მისვლის საწყისი ასაკი 6 წელია. ახალი ცვლილების თანახმად, თუ ბავშვს სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 31 დეკემბრამდე შეუსრულდება 6 წელი, მაშინ მშობლების გადაწყვეტილებით მას შეუძლია ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებით საფეხურზე.

დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე გადასვლით.