ბავრა-კარტიკამი-აბულის 535მ სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გზის ძირითადი ნაწილი გასულ 2019 წელს იყო გარემონტებული.

წელს ბავრა-კარტიკამი-აბული გზის დარჩენილი ნაწილის ასფალტირებაზე მუნიციპალიტეტმა 434 630 ლარი გამოყო. გზა ამჟამად გრეიდერით სწორდება და წყალსადენი არხები შენდება.

ბავრა-კარტიკამის გზა გასულ 2019 წელს გააკეთეს. სამუშაოები შპს «არალმა» განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2500 მეტრი გზის ასფალტირებას ითვალისწინებდა, თუმცა ასფალტირება 2000 მერტს გაუკეთდა. სოფელ კარტიკამის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იმით, რომ ასფალტი სოფლის რიტუალების სახლამდე არ გაიყვანეს.

1

2000მ გზის ასფალტირებისათვის მუნიციპალიტეტმა გასულ 2019 წელს 1 048 150 ლარი გამოყო, თუმცა კომპანია «არალმა» 1 006 224 ლარის სამუშაოები შეასრულა. წელს, მეოთხე მცდელობის შემდეგ, ბავრა-კარტიკამის გზის 535 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირების ტენრერი საბოლოოდ შედგა. უკანასკნელად ტენდერი 2020 წლის 23 მარტს გამოაცხადეს. ტენდერი კომპანია «არალმა» 400 000 ლარით მოიგო.

კომპანიის მუშაკების თქმით, ამჟამად წყალსადენი არხები შენდება, რამდენიმე დღეში კი ასფალტირების სამუშაოები დაიწყება.