დღეს, 8 სექტემბერს, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთი, თავისუფლება-ჩარენცის გზაჯვარედინიდან თავისუფლება-ჭავჭავაძის გზაჯვარედინამდე, სარემონტო სამუშაოების გამო, დილიდან დაიკეტა.

ახალქალაქის მერის მელქონ მარკარიანის თქმით, ტერიტორია დროებით დაკეტილია და დღის განმავლობაში გაიხსნება. ამჟამად მაღაზია Spar-ის შენობასთან ტროტუარის რემონტი მიმდინარეობს.

centr2<<

ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები პროგრამა «განახლებული მუნიციპალიტეტის» ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქში რეგიონისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქის ცენტრალური ქუჩისა და ცენტრალური მოედნის შენობების ფასადების რეაბილიტაციას.