საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ოფიციალურად შეწყდა.

გადაწყვეტილება ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ექსპერტების აზრით, საქართველოს უნივერსიტეტებისთვის EQAR რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს:

საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აღარ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე, მის სანდოობაზე და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე.

კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის სანდოობა, ხოლო საზღვარგარეთ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარება პრობლემური გახდება, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ბოლონიის პროცესის/ერთობლივ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

საფრთხის ქვეშ აღმიჩნდება საქართველოს უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კურსდამთავრებულებს, ასე ვთქვათ, ორმაგ აკადემიურ ხარისხს ანიჭებენ.

მკვეთრად გაუარესდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, მათ შორის საერთაშორისო მობილურობა და სხვა სახის თანამშრომლობა, ისევე როგორც საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობის მაჩვენებლები. ეს უარყოფითად აისახება როგორც სწავლების ხარისხზე, ასევე უმაღლესი სასწავლებლების შემოსავალზე.

ENQA-ს წევრობის დაკარგვამ და EQAR-ის რეგისტრაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (WFME) აღიარების დაკარგვა, რაც საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო აღიარების საკითხს წამოაყენებს.

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ: