დღეს, 23 დეკემბერს, ახალქალაქში, ქალაქის ცენტრალურ პარკში და მიმდებარე ტერიტორიებზე საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. 22 დეკემბრიდან ახალქალაქში ხას ბახჩას პარკის მიმდებარე ქუჩების მონაკვეთები გადაიკეტა, მოეწყო სცენა და საახალწლო ბაზრობისთვის სახლები მოეწყო. სახლების წინ მაგიდები და სკამები დაიდო, შიგნით კი, უკვე 23 დეკემბერს, დილიდან კერძების, სასმელების, საახალწლო საჩუქრების გამყიდველები განლაგდნენ… სადღესასწაულოდ მორთული სახლების ირგვლივ ახალგაზრდები შეიკრიბა.

წელს საახალწლო ღონისძიება სამუშაო დღეებში იყო დაგეგმილი. გახსნაზე ახალქალაქის მოსახლეობა ცოტა იყო. სადღესასწაულო ღონისძიებები მედოლეებმა და ანიმატორებმა გახსნეს. ასევე ტრადიციულად გამოდიოდნენ ადგილობრივი არტისტები და ანსამბლები. შემდეგ გამოვიდა თბილისიდან მოწვეული „რანინას“ კვარტეტი, დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „გობლინები“. დასასრულს, ტრადიციისამებრ, ფეიერვერკი იყო.

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

შეგახსენებთ, რომ წელს მხოლოდ საახალწლოდ ქალაქის მორთვაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 250 ლარი დაიხარჯა. სადღესასწაულო პროგრამა და კონცერტი მთავრობის პროგრამის მიხედვით მოეწყო.