2021 წლის ივლისს, ახალქალაქში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, შენობების ფასადების შეკეთება დაიწყეს, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. 5 თვის შემდეგ კი სამუშაოები გაუარესებული ამინდის გამო შეჩერდა.

Jnews-თან ინტერვიუში მშენებლებმა აღნიშნეს, რომ 8 დეკემბერს შენობების ტერიტორიაზე სამშენებლო მასალა შეაგროვეს.

„ეს წელი უკვე იწურება და სამუშაოებსა ვამთავრებთ, რათა მომავალ წელს გავაგრძელოთ. ამინდის გაუმჯობესებას ველით“, – აღნიშნავს ერთ-ერთი თანამშრომელი.

კეთილმოწყობის პროგრამის მიხედვით, ყველა შენობა თეთრი იქნება. ხოლო შენობა, რომელიც სხვა ფერში იყო შეღებილი, მესაკუთრის სურვილით შეიღებება.

“განახლებული მუნიციპალიტეტების” პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქში, მესროპ მაშტოცის მოედნის მიმდებარედ შენობების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. მუშებმა ფასადების მოსამზადებელი სამუშაოები სამხატვრო სკოლის შენობიდან, ცენტრალური ქუჩის რამდენიმე კორპუსის ფასადსა და მერიის წინ მდებარე სკვერიდან დაიწყეს. კულტურის სახლის ფასადის განახლება გადაიდო. სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის განცხადებით, მოცულობითი სამუშაოა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სიცივის დადგომამდე დასრულება ვერ მოასწრონ. სამუშაო რეკონსტრუქციის მეორე ეტაპზე, 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო.

ახალქალაქის ცენტრში შენობების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება