რადგან საბავშვო ბაღებში არდადეგებია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ბავშვებს დაურიგოს პროდუქტი, რომელიც მათი კვებისთვის იყო განკუთვნილი.
საქართველოს ყველა საბავშვო ბაღში არდადეგები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 აპრილამდე გაგრძელდება. ამ მიზეზით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება ამზადებს 9 სახის საკვებ პროდუქტს, რათა თითოეულ ბავშვს თვიური წილი დაურიგდეს.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, თავიდან ისინი 14 დღის პროდუქტის დარიგებას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ მთლიანი თვის საკვები პროდუქტის დარიგება გადაწყვიტეს. პროდუქტს 853 ბავშვი მიიღებს.
«ჩვენ შევამოწმეთ რაოდენობა, ჩვენთან დარეგისტრირებულია 1000 ბავშვი, თუმცა ალტერნატიული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს პროდუქტი არ დაურიგდებათ, რადგან ამ საბავშვო ბაღებში კვება გათვალისწინებული არ არის. ჩვენ პროდუქტებს პაკეტებით გავამზადებთ და მშობლებს შევატყობინებთ, რათა მოვიდნენ და წაიღონ»,- თქვა ანაიდა ასატურიანმა.
საკვებ პროდუქტებს შემდეგი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მიიღებენ: ახალქალაქის №1,№2,№3 საბავშვო ბაღები, სოფელი ვაჩიანის, ბარალეთის, აზავრეთის, დილისკის, კულიკამის და კარწახის საბავშვო ბაღები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი ალტერნატიული საბავშვო ბაღია: სოფელ კოთელიაში, ხანდოში და კარტიკამში.
ანაიდა ასატურიანის თქმით, თუ პარასკევს პროდუქტს მიიღებენ, ყველა მშობელს შეატყობინებენ.