ახალქალაქელების საყვარელი ადგილი ამირანის გორაზე, სოფელ ბავრის ხიდთან, რომელსაც ადგილობრივები „ბრდნოცს“ ეძახიან, ჭაობდება. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Jnews-მა ახალქალაქის არაგულგრილი მცხოვრებლებისგან ფოტოები მიიღო შეტყობინებით, რომ ე.წ. თავშანკაზე პირველი პავილიონის მიმდებარე ტერიტორია წყლისა და ტალახის გამო გაუვალია. ამ ყველაფერს უსიამოვნო სუნი ახლავს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ 2 კვირის წინ ამ ტერიტორიაზე ჭაობის კვალი არ ყოფილა.

რელიეფის გაუვალობის გამო მდინარე თაფარვანის ნაპირამდე მისვლა ვერ მოვახერხეთ. ტერიტორია დაჭაობებულია.

285716657_981073172579972_5257289000488729479_n 283971955_428599845475298_1264713328234989175_n

დავუკავშირდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრში, რათა გაგვეგო, გადის თუ არა ამ ტერიტორიაზე წყლის კომუნიკაციები, გვითხრეს, რომ კომპანიას ამ ტერიტორიაზე აქვს კომუნიკაციები, თუმცა ამას ადგილზე დააზუსტებენ კონკრეტულ ტერიტორიაზე არის თუ არა. ამის შესახებ მკითხველს მომდევნო მასალაში შევატყობინებთ.

Boloto