ხაჩატურ პეტროსიანის (ახალქალაქში ყველასთვის ცნობილია, როგორც ხაჩო) პრობლემების შესახებ Jnews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ პრობლემების გარკვეული ნაწილი მოგვარდა, მისი დაკარგული დოკუმენტები აღადგინეს. თუმცა მისი ცხოვრების პირობები იგივე რჩება: ის ძველებურად გათბობის, სინათლის და წყლის გარეშე ავარიულ შენობაში ცხოვრობს.
15 ნოემბერს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა, ახალქალაქის დაინტერესებული მოსახლეობის თხოვნით, გაავრცელა მასალა, რომ ცნობილი ადგილობრივი ხაჩო წყლის, ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე საშინელ პირობებში ცხოვრობს. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის საბუთების დაკარგვის გამო სოციალური შეღავათების გარეშე დარჩა. ხაჩატურ პეტროსიანს მენტალური პრობლემები აქვს, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ის მარტო დარჩა. 2018 წელს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, დაბრუნების შემდეგ იქ დაბრუნება არ სურდა – გაწერის შემდეგ ის დასუსტებული ჩანდა. ახალქალაქის მოსახლეობა ხაჩოს მხარდაჭერას აგრძელებს და არ სურთ მისი საავადმყოფოში დაბრუნება. მან მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი.
გათბობის, პასპორტისა და ფულის გარეშე ცხივრება – ხაჩოს დახმარება ესაჭიროება
სახლი, სადაც ხაჩო ახლა ცხოვრობს
სახლში, სადაც ხაჩო ცხოვრობს, საცხოვრებელი ელემენტარული პირობების არარსებობის გამო სხვა მცხოვრები არ არის. სახელმწიფო და მუნიციპალურმა სოციალურმა სამსახურებმა არ იციან, როგორ აღმოჩნდა ის ამ შენობაში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე. რუსული ჯარების წასვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსები მუნიციპალურ ფონდს გადაეცა გაჭირვებულთა დასაბინავებლად, მაგრამ ეს შენობა ადგილობრივ ხელისუფლებას არასოდეს გადაუცია და კომუნიკაციის პრობლემას ვერავინ მოაგვარებს.
ვაგონი, სადაც ხაჩო ადრე ცხოვრობდა
როგირც Jnews-მა გაარკვია, 2023 წლის ოქტომბრიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის გამო ხაჩატურ პეტროსიანი ინვალიდობის პენსიას (II კატეგორიის ინვალიდობისთვის 234 ლარი) ვერ ღებულობდა. მას ჩვეულებრივ მისი ბედისწერის მიმართ არაგულგრილი ადამიანები, მეზობლები აჭმევენ. მას პენსიაც და ფართიც ეკუთვნოდა, სადაც ცხოვრებას შეძლებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეურვის დახმარების გარეშე (რომელიც რატომღაც მას არ ეკუთვნის), ხაჩატური ვერც პასპორტს ღებულობდა, ვერც ბარათიდან თანხა გამოჰქონდა. დოკუმენტებს ის პირველად არ კარგავს. მას შემდეგ, რაც Jnews-მა ახალქალაქის მერიის სოციალურ სამსახურს მიმართა, მერიის თანამშრომლებმა დაკარგული დოკუმენტებისა და სოციალური დახმარების აღდგენაში დაეხმარნენ.
„დოკუმენტები მზად არის. იუსტიციის სახლს გვინდა მადლობა გადავუხადოთ, რადგან მთელი გუნდით იყვნენ ჩართული. ასევე ახალქალაქის სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრში დაგვეხმარნენ. ბანკი, როგორც ყოველთვის, ვერ დაგვეხმარა. მაგრამ დოკუმენტების პრობლემა მოგვარებულია და 29 რიცხვში (ნოემბერს) მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მაგრამ საცხოვრებლის საკითხი აქტუალური რჩება. წელს მეურვეობის საშუალება არ გვაქვს, ეს მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობითაა შესაძლებელი. მაგრამ არის ინფორმაცია, რომ 2025 წლიდან მეურვეობის ფუნქცია მთელი ქვეყნის მერიებში იქნება. ამის შესახებ დეკემბრის ბოლოს გვეცოდინება“, – ამბობს ახალქალაქის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახურის უფროსი ანაჰიტ იორდანიანი.
ხაჩოს ბედისწერით შეწუხებულმა მოსახლეობამ ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს მიმართა და დახმარება სთხოვა, რათა ხაჩო ზამთარში არ გაყინულიყო. მათი თქმით, მერმა აცნობა, რომ ხაჩოს ვაგონში დაბრუნების შესაძლებლობა აქვს, სადაც ადრე ცხოვრობდა, იქ გათბობა უკვე დამონტაჟდა.
აღნიშნული ვაგონი ქალაქის საცურაო აუზის გვერდით მდებარეობს. მისი ფანჯრის მინები გატეხილია, ხოლო კარი კარგად არ იხურება. შიგნით არის საწოლი და ერთი რადიატორი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია აუზის გათბობის სისტემასთან. ხაჩო დაჟინებით უარს ამბობს ამ ადგილას ცხოვრებაზე, რადგან სამხედრო ქალაქის მეზობლებს მიეჩვია, რომლებიც მას ეხმარებიან. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ბევრად ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ვაგონი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის გარეშე ადამიანები არ არიან, მაგრამ ხაჩო ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც პრაქტიკულად ქუჩაში იყო.