ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის კარატისტებმა Open Kutaisi-ს პირველობაში მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
11 ივლისს, ქალაქ ქუთაისში, კარატე WKF–ში ღია პირველობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ყველა კარატეს სკოლა და სომხეთის ერთი გუნდი მონაწილეობდა. ახალქალაქიდან – სპორტული სკოლის 6 აღსაზრდელი, რომლებიც სოფელ მაჯადიაში, მწვრთნელ სარგის მარგარიანთან ვარჯიშობენ. ჩემპიონატში მონაწილე ახალქალაქის სამმა სპორტსმენმა ოთხი საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბათუმში, Open Batumi-ს პირველობა, რომელშიც სპორტული სკოლის სპორტსმენები შეეცდებიან მედლების მოპოვებას, 24-დან 27 ივლისის ჩათვლით გაიმართება.