ახალქალაქის ფერმერებისთვის წარუმატებელი სასოფლო-სამეურნეო წელი დასრულდა. ისინი სასოწარკვეთილნი არიან: გაზაფხულზე მყიდველების არარსებობის გამო შარშანდელი მოსავალი გადაყარეს, შემოდგომაზე მაღალი მოსავლიანობის, მაგრამ ამავდროულად ცუდი ამინდის პირობების, ძვირადღირებული მუშახელის და გაყინული კარტოფილის წინაშე აღმოჩნდნენ. იმედგაცრუების ჯაჭვი კარტოფილის დაბალი ფასებით და რეალიზაციის პრობლემებით გრძელდება, რაც 2024 წელს მეკარტოფილეობის რეგიონისთვის რთულს ხდის.

2024 წელს, ახალი სათესი სეზონის მოახლოებასთან ერთად, ფერმერებმა კარტოფილის რეალიზაციის იმედი საბოლოოდ დაკარგეს, ხოლო მოსავალი სარდაფებში დალპა და დაფესვიანდა. იქვე დარჩა სუფრის და სათესლე კარტოფილიც. მართალია, დროდადრო გადამყიდველები ჩამოდიოდნენ და გაზაფხულზე ყიდულობდნენ კარტოფილს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, ასობით ტონა კარტოფილი კვლავ ნაგავსაყრელზე მიდიოდა.

ახალქალაქის კარტოფილზე მოთხოვნის ნაკლებობის მიზეზად ბევრი საქართველოში დიდ იმპორტს, ასევე უხარისხო კარტოფილს ასახელებს. “საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 7 740,9 ათასი დოლარის ღირებულების 23 210.2 ტონა კარტოფილი შემოვიდა. ეს არის ქვეყანაში კარტოფილის იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა.

კარტოფილის იმპორტისა და ექსპორტის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ აქ:

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, გაყიდვებთან დაკავშირებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება: ბევრი ფერმერი მუშაობს ზარალზე, მაგრამ განაგრძობს თესვას, რადგან სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. თუმცა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში კარტოფილის მინდვრების ფართობი თანდათან იზრდება.

წელს ფერმერები და ექსპერტები კარტოფილის კარგ მოსავალს ელოდნენ, შემოდგომაზე მათი მოლოდინი გამართლდა, კარტოფილის მოსავლიანობა უპრეცედენტოდ მაღალი აღმოჩნდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ამინდის ცუდი პირობები, სამუშაო ძალის მაღალი ხარჯები და ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე ნათესების გაზრდამ, მძიმე ვითარება შეუქმნა კარტოფილის ფერმერებს, როგორც მსხვილს, ისე მცირეს. იმის გამო, რომ მოსავალი ძალიან ბევრი იყო და მოსავლის სეზონზე ამინდი წვიმიანი იყო, ბევრმა ვერ შეძლო მთელი მოსავლის ამოყრა. შედეგად, კარტოფილი მინდვრებში გაიყინა. ფერმერებმა, ვერ შეამჩნიეს, რომ კარტოფილი გაყინული იყო, დაასაწყობეს, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ საწყობში გაყინული კარტოფილი მიიტანეს, რამაც კარგი მოსავლის გაფუჭება დაიწყო.

ერთი მსხვილი ფერმერის თქმით, ეს წელი ზარალის წელი იყო.

„გაყინული კარტოფილი დაასაწყობეს, კარგი მოსავალიც გააფუჭეს, ახლა გაუთვალისწინებელ, დამატებით ხარჯებს ვაკეთებთ, საწყობების დამპალი და გაფუჭებული კარტოფილისგან გასაწმენდად ხალხს ვქირაობთ“, – ამბობს ფერმერი.

აგრონომი და ფერმერი ეღიშ აღაჯანიანი ამბობს, რომ კარტოფილის მრეწველობაში მუშაობის 40 წლის განმავლობაში ჯავახეთში ფერმერებისთვის ასეთი ცუდი წელი არ ახსოვს.

კარტოფილის ამჟამინდელი ფასი თვითღირებულებას არ ფარავს. 1 კგ კარტოფილი ახლა 40-50 თეთრი ღირს.

„აგვისტოდან კარტოფილის ექსპორტი რეგიონიდან დიდი სატვირთო მანქანებით განხორციელდა, მაგრამ რაიონი ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რომ კარტოფილის რეალიზაცია მიმდინარეობს. ჩვენ სარეალიზაციო ბაზარი არ გვაქვს, ყოველწლიურად კარტოფილის მინდვრები იზრდება, მაგრამ საქართველოს ეს არ სჭირდება, ხოლო რეალიზაციის სხვა ადგილი არ არის. ამაში ფერმერს სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს. მან უნდა იკისროს ბაზრების მოძიების პასუხისმგებლობა. პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, სახელმწიფომ უნდა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებებს სხვა სახელმწიფოებთან. უბრალო ფერმერს ეს არ შეუძლია. ხოლო ფერმერებმა მაღალი ხარისხის კარტოფილი უნდა აწარმოონ“, – ამბობს ეღიშ აღაჯანიანი.

ქალაქიდან უფრო დაშორებულ სოფლებში, სადაც კარტოფილის მინდვრები ცოტაა, ფერმერებმა მოსავლის აღება მოახერხეს, არ გაიყინა, მაგრამ კარტოფილის დაბალ ფასს და მყიდველის არარსებობას უჩივიან, რადგან მსხვილი სატვირთო მანქანები მაინც ახლო სოფლებიდან ყიდულობენ.

„მოსავალი კარგი იყო, მაგრამ გაყიდვები დაბალია, ფასიც დაბალია, წელს ეს მხოლოდ ხარჯებია, ჩვენ ყველა ზარალში ვართ. სანამ მყიდველები ჩვენს სოფელში მოაღწევენ, სოფელ ორჯადან და ხანდოდან ყიდულობენ“, – ამბობს ფერმერი,  სიმონ მანანიანი, სოფელ ალასტანიდან .

2024 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯავახეთში განვითარებული კარტოფილის მეურნეობისთვის საჭიროა სისტემატური მიდგომა. ფერმერმა უნდა იცოდეს, გაითვალისწინოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა და იმუშაოს ხარჯების შემცირებაზე, ამაში კი სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს, რადგან ჯავახელი ფერმერი მსოფლიო ეკონომიკის საბაზრო პირობების წინაშე უძლურია.