ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების აღების სეზონი დაიწყო. ზოგან მოსავლის აღება დასრულებულია, ზოგან ჯერ არ დაწყებულა, ხოლო ზოგ სოფელში -პროცესშია. მოსავალი წელს კარგი გამოდგა, მაგრამ კომბაინებისა და მყიდველების ნაკლებობა იგრძნობა.

ახალქალაქში მარცვლეული უმეტესწილად შემოსავლისთვის არ ითესება, ზოგი მოსავლის ბრუნვისთვის თესავს, ზოგი საკუთარი საჭიროებისთვის. ზაფხულის დასაწყისში ზოგიერთ სოფელში სეტყვამ მარცვლეულის მინდვრები გააფუჭა. ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა მოსავალი ნაწილობრივ აღადგინა, ხოლო ზოგიერთ სოფელში, სადაც სეტყვამ მოსავალი მიწასთან გაასწორა, მარცვლეული აიღეს პირუტყვის საკვებისთვის.

ფერმერმა ჰოვიკ მურადიანმა მარცვლეულის მოსავალი უკვე აიღო და მოსავლით კმაყოფილია.

„ადგილები, სადაც სეტყვამ დააზიანა, მოსავალი არც თუ ისე კარგი იყო, 1 ჰა-დან 2-3 ტონა მივიღეთ, სხვაგან კი 4-5 ტ/ჰა. მაგრამ ჯერჯერობით მყიდველი არ არის. მე მარცვლეულს მოსავლის ბრუნვისთვის ვთესავ“, – ამბობს ჰოვიკ მურადიანი.

ფერმერების თქმით, ახლა 1 კგ ხორბალი 50 თეთრი ღირს, ქერი 45 თეთრი.

სოფელ დილისკაში მარცვლეულის მოსავლის აღება პროცესშია.

„მოსავალი კარგია, მაგრამ ფასი დაბალია, 1 კგ ხორბალზე 50-60 თეთრი არ ფარავს ხარჯს, ხორბლის ღირებულება 55-60 თეთრია. 20 ჰექტარი მაქვს დათესილი. მყიდველიც არ არის. გასული წლის მოსავლის 40%-ი დარჩენილია, არ გაყიდულა, და ახლა ჯერ არ იყიდება“,- ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.

სოფელ იხტილაში, ბარალეთში მარცვლეულის მოსავლის აღება ჯერ არ დაწყებულა.

სოფელ იხტილადან არტავაზდ დარბინიანი ამბობს, რომ მათ სოფელში ძირითადად საკუთარი საჭიროებისთვის თესავს მარცვლეულს.

„ბევრს არ ვთესავთ, და ამიტომ მყიდველები არ მოდიან ჩვენთან. წელს რა მოსავალი იქნება არ ვიცი, ჯერ არ დაგვიწყია“, – ამბობს არტავაზდ დარბინიანი.

ახალქალაქის ხორბალს დიდი წისქვილები ყიდულობენ ფქვილის საწარმოებლად, ქერს ადგილობრივი და საქონლის მყიდველები ყიდულობენ. ადგილობრივები ხორბლისგან კორკოტს, ბულგურს, ფოხინძს ამზადებენ და ყიდიან. ეს პროდუქტები პოპულარულია ადგილობრივ დიასახლისებში.
 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს საკუთარი კომბაინი ცოტა ჰყავს, მოსავლის აღების სეზონზე აქ ტექნიკა სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოაქვთ. წელს, ჯერ არ ჩამოუყვანიათ, უკმარისობა იგრძნობა.

“ალბათ ხიზაბავრაში ჯერ არ დაუმთავრებიათ, რომ ჩვენთან ჩამოიყვანონ. სოფელში ერთი კომბაინი გვყავს და მეორე დღეს გარედან მოიყვანეს. მოსავალი კარგი გამოვიდა, სეტყვა ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ფასი არ ვიცით, მყიდველები ჯერ არ ჩამოსულან. როცა ვცვლით გამყიდველები 1 კგ-ს 60 თეთრად თვლიან”, – ამბობს მიშა სტეპანიანი ვარევანიდან.

ფერმერების წინასწარი შეფასებით, მუნიციპალიტეტში მარცვლეულის მოსავლიანობა წელს საშუალოდ 4 ტონა/ჰა-ზეა მოსალოდნელი.