კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ დაირღვეს, ახალქალაქის «საქონლის ბაზრობა», რომელიც ყოველ კვირა დღეს, სასაფლაოს საპირისპირო ტერიტორიაზე იმართება, ხვალ არ გაიხსნება.
ახალქალაქის მერიიდან გუშინ მფლობელები გააფრთხილეს, რომ ხვალ ბაზრობა არ გახსნან, რათა აიცილონ თავიდან ხალხმრავლობა.
თუ როდის ამოქმედდება ბაზარი, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ბაზრის ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს, რომ ხვალ, 5 აპრილს, საქონელი გასაყიდად არ ჩამოიყვანონ, რადგან ვაჭრობისათვის ტერიტორიას ვერ გამოყოფენ.
ბაზრობის ამუშავების შესახებ Jnews-ი წინასწარ შეგატყობინებთ.