მცირე და საშუალო ფერმერებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო, 2020 წელს “სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელების სტიმულირების” სახელმწიფო პროგრამის ხაზს ფინანსური მხარდაჭერისთვის არ მიმართეს, ამის გაკეთება 2021 წლის 20 თებერვლამდე შეუძლიათ. თუკი, მაგალითად, ფერმერმა აგრობარათი არ მიიღო, იმის გამო, რომ მიწა არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ, შემდეგ 2020 წლის 31 დეკემბრამდე დაარეგისტრირა, ისევ შეუძლია მიმართოს.
პროგრამის განხორციელების პერიოდში გაცემული აგრობარათების მოქმედების ვადა 2021 წლის 20 მაისს იწურება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის, რამაზ გოგოლაძის თქმით, ის ბენეფიციარები, რომლებმაც მიწები 2020 წლის 31 დეკემბრამდე დაარეგისტრირეს, თუმცა 2020 წელს რაღაც მიზეზების გამო აგრობარათები ვერ მიიღეს, აგრობარათების მიღება შეუძლიათ მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე.
აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ ფერმერებზე, რომლებმაც საკუთარი მიწის ნაკვეთები უძრავი ქონების ეროვნულ რეესტრში დაარეგისტრირეს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ფერმერთა სპეციალურ რეესტრში გაიარეს რეგისტრაცია. ფერმერებს აგრობარათების მიღება შეუძლიათ ლიბერთი ბანკის ფილიალებში.
“სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელების სტიმულირების” პროგრამის განხირციელება საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო “სოფელზე, ფერმერზე ზრუნვა” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. პროგრამით გათვალისწინებულია ფერმერების პირდაპირი სახელმწიფო სუბსიდირება, რომლებიც 0,25-დან 10 ჰა-მდე ფართობის მონაკვეთებს ფლობენ, სათესლე მასალების, სასუქების, მცენარეების დაცვისა და მოვლის საშუალებების შესაძენად, ასევე (ეს ეხება მხოლოდ 1,25-დან 10 ჰა-მდე ფართობის მიწის მფლობელებს) აგროტექნიკური სამუშაოების გადახდებისთვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდირების ზომა 200 ლარს ($60,4) შეადგენს 1 ჰა-ზე გაანგარიშებით (მაქსიმუმ 2 000 ლარი/ $604,2). დარიცხული თანხა ფერმერების აგრობარათებზე 1 ქულაზე 1 ლარის ($0,3) ანგარიშით დაირიცხება. ფერმერი ამ აგრობარათით საქონლისა და მომსახურების შესაძენად სპეციალურ მაღაზიებში იხდის.
დღესდღეობით «სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელების სტიმულირების» პროგრამით დაახლოებით 246 ათასმა ფერმერმა ისარგებლა. სახელმწიფოს მიერ დარიცხულმა თანხამ ჯამურად 32 მლნ ლარზე მეტი ($9,7 მლნ) შეადგინა.