ჯავახეთში საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოები დაიწყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების თესვა უკვე დაწყებულია, შორეულ მაღალ სოფლებში კი ემზადებიან.

მარცვლეული კულტურების ფართობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, მაგრამ ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, მარცვლეული კულტურით ნათესი მინდვრების რაოდენობა გაიზარდა.

ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში, ჩამდურაში, ვაჩიანში, დილისკაში, კიროვაკანში, მარცვლეულს უკვე თესავენ.

სოფელ კიროვაკანის ფერმერი ეღიშ აღაჯანიანი ქერს თესავს. წელს მან მარცვლეულის ყანები შეამცირა და თვლის, რომ სწორად მოიქცა.

ვარაზდატ სალვარიანი, სოფელ დილისკიდან, კი ამბობს, რომ სოფელში მარცვლეულს მეტად თესავენ. კიროვაკანში თესვა 2-3 დღეში დასრულდება.

„სოფელში ქერის რაოდენობა გაიზარდა, რადგან მოსახლეობას კარტოფილი ჯერ არ გაუყიდია. ხალხმა ბევრი ქერის დათესვა უეცრად გადაწყვიტა, თუმცა შარშან რუსეთიდან საქართველოში ბევრი მარცვლეული შემოვიდა. მიუხედავად ამისა, ბევრმა გადაწყვიტა მარცვლეულის მინდვრები გაეზარდა“, – განმარტა ვარაზდატ სალვარიანმა.

შედარებით შორეულ და მთიან სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, თესვა ჯერ არ დაწყებულა. ხალხი მინდვრებს ზამთარში დაგროვილ სიბინძურიეს ასუფთავებს და ნიადაგს ამზადებს.

სოფელ ბუღაშენიდან არტიომი ამბობს, რომ ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებთან შედარებით, თესვას ცოტა გვიან იწყებენ.

“მიწა ჯერ კიდევ სველია, მაგრამ ჩვენ ქერზე მეტ ხორბალს ვთესავთ, რადგან ხორბლის მოსავალი უკეთესი გვაქვს”, – ამბობს არტიომი.

აფოზიან ოფელიც იმავე სოფლიდან არის და მინდვრებს ნაგვისგან ასუფთავებს. მისი თქმით, ტრაქტორს ჯერ ვერ ამუშავებენ, რადგან მიწა სველია.

“ზოგადად 18-20 მეასედ მარცვლეულს ვთესავ, რადგან არასაკმარისი მიწა გვაქვს გამოყოფილი. ხორბალს უფრო მეტს ვთესავ, რადგან მომგებიანია და მოსავალიც უკეთესია”, – განმარტა ოფელია აფოზიანმა.

2022 წელს, საქართველოს ახალქალაქის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკით, 3 037 ჰექტარი ხორბალი და 7 003 ჰა ქერი დაითესა, 2021 წელს კი 853 ჰექტარი ხორბალი და 7 381 ჰა ქერი.