ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის უფასო რეგისტრაცია გრაფიკს ჩამორჩება. მიწის გაზომვა 2023 წლის მარტში უნდა განეახლებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. რეგისტრაციის პროცესის შესახებ ცნობები მონაცემთა ბაზაში 2023 წლის თებერვლის შემდეგ არ შეცვლილა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მიწის სახელმწიფო რეგისტრაციის გრაფიკის მიხედვით, აზომვები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში გასული წლის ნოემბერში ჩავიდნენ. დაახლოებით ერთ თვეს იმუშავეს და ამ ხნის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 17%-ის მიწის გაზომვა მოახერხეს. ამჟამად რეესტრში მხოლოდ 2 საქმეა აღრიცხული. 63 ადამიანის საკუთრება გაიზმომა, ხოლო გრაფაში – “პროცესი გრძელდება” – არც ერთი საქმე არ შესული. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სტატისტიკა 2023 წლის თებერვლის შემდეგ არ შეცვლილა.

სოფელ დილისკას მერის წარმომადგენლის, ჰოვანეს გაბრიელიანის თქმით, ნაკვეთების საკუთრებაში ქონის დასადასტურებლად, სოფელ დილისკას რამდენიმე მცხოვრები რეესტრში გამოიძახეს.

განრიგის მიხედვით, მარტში სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლებს გაზომვები კარწახის, სულდას, აზავრეთის, ივნისში კი კოჩიოს, ალასტანის, ტურცკის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე უნდა დაეწყოთ. ანუ ახლა მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ. სოფლების მოსახლეობა იცდის და ძალიან ღელავს, არ იცის როგორ მოიქცეს.

პირებს სურთ სახლები და ნაკვეთები სწრაფად დაარეგისტრირონ. ყველა თავისი მიზეზით ჩქარობს.

2016 წლიდან 2021 წლის ბოლომდე, როცა რეგისტრაციას ადგილობრივი თვითმმართველობები აწარმოებდნენ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 9 000-მდე საქმე დაარეგისტრირა. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, სახელმწიფო ვებგვერდის სტატისტიკით, მიწის ნაკვეთები მხოლოდ 2-მა ადამიანმა დაარეგისტრირა.

მსურველებს რეგისტრაციის სტატუსის შემოწმება შეუძლიათ ვებგვერდზე – slr.napr.gov.ge.

სახელმწიფო რეესტრის თანამშრომელმა JNEWS-თან ინტერვიუში განმარტა, რომ არ იცის როდის ჩავლენ სოფლებში, რადგან გრაფიკით არ ხელმძღვანელობენ. კითხვაზე, თუ რა აფერხებთ, გვიპასუხა, რომ ყოველივე განაწილებაზეა დამოკიდებული.

მიწის რეგისტრაციის პროცედურები ახალქალაქში