ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია მარტიდან განახლდება. ვის შეუძლია საკუთარი მიწების რეგისტრაცია, როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცედურა და რომელ სოფელში დაიწყება რეგისტრაცია – გაეცანით Jnews-ის სტატიაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, 90-იანი წლების დასაწყისში მიწის რეფორმის დროს მოსახლეობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. რეფორმის მიხედვით, თითოეულ ოჯახს მაქსიმუმ 1 ჰა 25 მეასედი მიწა დაეთმო და ნაკვეთის მიღება-ჩაბარების შესახებ დოკუმენტი გადაეცა.
საქართველოში მიწის ნაკვეთების სახელმწიფო რეგისტრაცია 2016 წელს დაიწყო და აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ან არ აქვთ, ან იგი ხარვეზიანია. ამის გამო მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაცია მრავალი წლის განმავლობაში პრობლემური იყო.
კანონში „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ არაერთხელ შევიდა ცვლილება. უკანასკნელი ცვლილებების შემდეგ, 2020 წელს, რეგისტრაცია მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გარეშე გახდა შესაძლებელი. რეგისტრაციის პროცესში ჩართული იყო მერიები, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც დოკუმენტების ნამდვილობას ან ქონების ფლობის ნამდვილობას ადასტურებდა.
2016 წლიდან 2022 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 8 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.
2022 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტების მერიები მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესში არ არიან ჩართულნი. 2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციის მთელ პროცესს საჯარო რეესტრი ხელმძღვანელობს. 2022-2024 წლებში მიწის ეტაპობრივი რეგისტრაცია მიმდინარეობს, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, რეგისტრირებულია ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მიღება-ჩაბარების დოკუმენტი გაიცა. მოსახლეობას, რომელსაც მიღება-ჩაბარების აქტი არ აქვს, მიწის ნაკვეთებს ჯერ ვერ დაარეგისტრირებს. Jnews-ი შეეცდება გაერკვია, როგორ შეუძლიათ მათ თავიანთი მიწების რეგისტრაცია.
ვის შეუძლია დაარეგისტრიროს საკუთარი მიწა სახელმწიფო სუბსიდიით (უფასოდ)?
მიწის ნაკვეთის (მაქსიმუმ 1 ჰა 25 ასეული) დარეგისტრირება შეუძლია თითოეულ პირს, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი.
სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები დადიან სოფლებში, ზომავენ საყოფაცხოვრებო და მიწის ნაკვეთებს და იყენებენ აეროგადაღების სისტემას. მიწის ნაკვეთებზე მეზობლები ხელმოწერით ადასტურებენ საზღვრების სისწორეს, შემდეგ ნაკვეთის მფლობელი თავად აწერს ხელს და სახელმწიფო რეესტრის თანამშრომელს საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო დოკუმენტები შეაქვს. დატვირთულობის გამო რეგისტრაციას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციის სტატუსი ვებგვერდზე – slr.napr.gov.ge – შეამოწმონ.
თუ მესაკუთრე მიწას გარკვეულ ვადაში დაარეგისტრირებს, მთელი პროცედურა (აერო გადაღება, დოკუმენტების მოძიება, რეგისტრაცია და ა.შ.) უფასო იქნება.
თუ პირს მიწის დარეგისტრირება გრაფიკის მიღმა სურს, მაშინ პროცედურა ფასიანია – სახელმწიფო რეესტრის სერვისი 600 ლარია, აეროგადაღების (თითო ნაკვეთზე 50 ლარი) და სხვა ხარჯების გარეშე.
პროცედურების გავლა უფასოა ადამიანებისთვის, რომლებმაც საბუთები 2022 წლის 1 იანვრამდე წარადგინეს და მათი მიწის რეგისტრაცია მიმდინარეობს.
წარმოგიდგენთ პროცესის დასაწყისში სახელმწიფო რეესტრის მიერ მოწოდებულ ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის განრიგს:
2022 წელი
დილისკა – ნოემბერი
2023 წელი
კარწახი – მარტი
სულდა – მარტი
აზავრეთი – მარტი
პტენა – სექტემბერი
კოჩიო – ივნისი
ალასტანი – ივნისი
ტურცხი- ივნისი
კოთელია – აგვისტო
ბარალეთი – აგვისტო
ზაკი – აგვისტო
არაგვა – აგვისტო
ჩუნჩხა – აგვისტო
ხანდო – აგვისტო
2024 წელი
ახალქალაქი – მაისი
ხავეთი – მაისი
ოკამი – მაისი
კარტიკამი -სექტემბერი
კუმურდო – სექტემბერი
ვაჩიანი – სექტემბერი
ხოსპიო – სექტემბერი
გოგაშენი – სექტემბერი