წელს ახალქალაქში დაბალი მოსავლიანობაა არა მარტო კარტოფილზე, არამედ სხვა ბოსტნეულზეც: სტაფილო, ჭარხალი. სოფელ ბეჟანოში წელს სტაფილოს მოსავლიანობასა და ფასზე ჩივიან.

ბეჟანოში კარტოფილთან ერთად სტაფილო და ჭარხალიც მოჰყავთ, მაგრამ მცირე რაოდენობით. სტაფილოს მოსავლიანობის შემცირებას, ფასის კლება მოჰყვა. თუ შარშან 1 კგ სტაფილო 1 ლარი და მეტი ღირდა, წელს 1 კგ-ის ფასი 0,70-0,80 ლარის ფარგლებში მერყეობს.

bejanoyi gazary

„40 ჰექტარი სტაფილო დავთესე, მაგრამ მოსავლიანობა დაბალი იყო. თავდაპირველად ძლიერი სიცხეები იყო, როცა სტაფილომ ზრდა დაიწყო, აცივდა და ისიც გაიყინა. ივლისამდე ხშირი წვიმები იყო და მინდვრები დაიტბორა“, – ჰყვება ავეტისიან სასუნი, ერთ-ერთი ფერმერი.

სასუნს ან რუსეთიდან ჩამოაქვს სტაფილოს თესლები, ან ქალაქში ჰოლანდიურ ჯიშს ყიდულობს.

ბეჟანოში სტაფილოს მყიდველები ძირითადად ბათუმიდან და ქუთაისიდან არიან. წელს სოფლიდან პროდუქტი ცოტა ჩაიტანეს, რადგან ადგილზე მეტი გაყიდეს.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, შემოსავალი თესლის, სასუქის და მინდვრის მორწყვის ხარჯებს არ ფარავს.  მე-4 წელია მოსავლიდან შემოსავალი არ მიუღიათ. ღვთის წყალობის იმედით თესავენ.

ავეტისიანების ოჯახი საკუთარ მინდორში მუშაობს, თესავს და მოსავალს დამოუკიდებლად კრეფს, რადგან მუშების დაქირავება არ შეუძლია.

ისინი, ვისაც ბეჟანოში სტაფილო მოჰყავს, დაბალი მოსავლიანობის მთავარ მიზეზად ყინვებსა და შემდგომ გვალვას ასახელებენ.

„როგორი მოსავალიც არ უნდა მივიღოთ, ჩვენს ხარჯებს მაინც ძლივს ფარავს, ვერც შემოსავალს ვიღებთ. წელს ოთხჯერ მოვრწყე მინდორი, მაგრამ შარშანდელი მოსავლის ნახევარი ძლივს ავიღე. 2021 წელს 40 ჰექტარი სტაფილო დავთესე, წელს – 50, მაგრამ შარშან 30 ტონა ავიღე, წელს კი მხოლოდ 10. ადრე ასი კვადრატული მეტრიდან 700 კგ-მდე სტაფილოს ვიღებდით“, – განმარტავს ბეჟანოს მცხოვრები დემურჩიან მამბრე.

მათევოსი, რომელიც ასევე სტაფილოს თესავს, მოსავლით კმაყოფილია, რადგან 30 ტონა სტაფილო აქვს გასაყიდი. ზოგჯერ მოსავალს ინახავს და ადრე გაზაფხულზე ყიდის.

„ვმუშაობთ და კარგ მოსავალსაც ვიღებთ. ჩემთვის მოსავალი ყოველწლიურად ერთნაირია. ოთხი თვე ვრწყავ, მაგრამ რამდენჯერ ვერ გეტყვით. ისეც ხდება, რომ სათლებით მიმაქვს ხოლმე წყალი. ამიტომ ფასი 1 ლარი მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენი ხარჯები დავფაროთ“, – აცხადებს ხაჩატრიან მათევოსი.

ztel

მისივე თქმით, სტაფილოს მოყვანა და მისი ამოღება ძალიან რთულია. ერთ დღეში მაქსიმუმ 2-3 ჰექტარი მოსავალი აიღონ, ამასთან, დაახარისხონ და დაალაგონ.

მათევოსმა 8 ჰექტარი ჭარხლიდან 4 ტონა აიღო. ის ამბობს, რომ ჭარხალსაც და სტაფილოსაც ერთნაირი ფასი აქვს.

bazuk

რაიონის ფერმერების უმეტესობა ბოსტნეულის დაბალ მოსავლიანობას უჩივის. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი აცხადებს, რომ 2022 წელი არახელსაყრელი გამოდგა.

„არახელსაყრელი წელი იყო როგორც კარტოფილისთვის, ასევე სხვა ბოსტნეულისთვის. კარტოფილი რომ დათესეს და ვეგეტაციის პერიოდი დაიწყო, ციოდა და შემდეგ სიცხეები დაიწყო, თუმცა ნალექი ბევრი არ იყო. ზოგიერთმა სიტუაციის გაანალიზება მოახერხა და მინდვრები დროულად მორწყა, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად კარგი მოსავალიც მიიღო. კარტოფილის ზრდის პროცესს შეუსაბამო ამინდები დაემთხვა“, – განმარტავს მახარე მაცუკატოვი.

muk

შეგიძლით წაიკითხოთ:

ბეჟანოს მაცხოვრებლების შრომა წელს არ ფასდება

სტაფილოს ფასმა ფერმერებს იმედი გაუცრუა