სტაფილოს კარგი მოსავალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა მიწათმოქმედს წელს არ ჰქონია, ზოგისთვის წელი მოსავლიანი იყო, ზოგისთვის კი არა, თუმცა სტაფილოს ფასით უკმაყოფილოა ყველა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეჟანო სტაფილოს მოყვანითაა ცმობილი, ზოგიერთის სტაფილოს ნაკვეთი 60-80 მეასედს აღწევს.
სოფელ ბეჟანოდან გარიკ გრიგორიანი მოსავლით კმაყოფილია, თუმცა უკმაყოფილოა ფასით. ის ამბობს, რომ სტაფილოს თესვას ძალიან დიდი ადამიანური შრომა ესაჭიროება და ფასი შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამება. გარნიკ გრიგორიანმა წელს სტაფილო 40 მეასედ მიწაზე დათესა.
“1კგ სტაფილოს ფასი 50-55 თეთრს შეადგენს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცოტაა. მართალია მე მიწებს სასუქი არ მივეცი, მაგრამ დამუშავებას დიდი შრომა სჭირდება. არიან ადამიანები, რომლებმაც სტაფილოს მიწებს სასუქი მიაყარეს. მყიდველები მოდიან ქუთაისიდან და ბათუმიდან, მაგრამ ცოტას იხდიან, ჩვენ კი იძულებულნი ვართ გავყიდოთ, რა გავაკეთოთ”,- ამბობს გარნიკ გრიგორიანი.
სოფელ ბეჟანოს სხვა მცხოვრები ამბობს, რომ წელს სტაფილოს მოსავალი გასულ წელთან შედარებით არც ისე კარგია. მისი თქმით, მყიდველები მოდიან, თუმცა დაბალ ფასს იძლევიან.
“დაახლოებით 50 მეასედი დავთესეთ, მყიდველები 50-55 თეთრს გვთავაზობენ, ეს კი ცოტაა. ჩვენ გასულ წელს სულ მცირე 80 თეთრად ვყიდიდით”,- ამბობს სოფელ ბეჟანოს მცხოვრები.
სხვა სოფლების ზოგიერთმა მცხოვრებლებმა წელს კარტოფილის ნაცვლად სტაფილოს დათესვა გადაწყვიტეს, თუმცა უკმაყოფილო დარჩნენ.
სოფელ მურჯახეთიდან მისაკ ჭორუღიანმა წელს პირველად დათესა სტაფილო. მან 1.5ჰა დათესა. კარტოფილზე უკეთესი მოსავლისა და ძვირად გაყიდვის იმედი ჰქონდა. მისაკ ჭორუღიანმა 25ტ სტაფილო აიღო, მაგრამ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, რადგან, მისი თქმით, მათ საუკეთესო თესლი დათესეს და ამუშავებდნენ ისე, როგორც ესაჭიროებოდა.
“სტაფილოს მოყვანა შრომატევადი საქმეა, ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ფული დავხარჯეთ, სარეველასგან დასუფთავებისათვის დავიხარჯეთ, მუშები ვიქირავეთ, რათა სამჯერ ხელით მოეშორებინათ სარეველა. რაც სტაფილოზე დავხარჯე, შემეძლო 10ჰა კარტოფილი დამეთესა. მე ტექნიკით ამოვიღე, ტექნიკა საკუთარი მაქვს”,- ამბობს მისაკ ჭორუღიანი.
ჭორუღიანს კარტოფილის დღევანდელი ფასი არ აწყობს, ასევე ის, რომ მყიდველი არ არის. თავიდან მან 1კგ 35 თეთრად გაყიდა, ახლა 50 თეთრად.
მისაკ ჭორუღიანმა გადაწყვიტა მომავალში აღარ დათესოს სტაფილო.
“მე სესხი მაქვს, რომელიც ჯერ არ დამიფარავს, 7ტ სტაფილო დამრჩა, იმედი მაქვს გავყიდი და კრედიტს დავფარავ, ქუთაისიდან მყიდველებს დავუკავშირდი, თუმცა საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ჩემთვის ჯერ არ მოუმართვთ”,- ამბობს მისაკ ჭორუღიანი.