14 მარტს 13:00 საათზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით კოოპერატივების წევრების შეკითხვებს უპასუხებენ.
შეხვედრისას ვრცლად ისაუბრებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის ახალ პროგრამზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 მარტს დაიწყო.
პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ. როგორც მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენლებს, ახალქალაქის ბენეფიციარებსაც შეუძლიათ 5 წევრიანი კოოპერატივი საერთო 10 ჰა მიწის ფართობით შექმნან. დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად არის გათვალისწინებული. ღირებულების 50%-ს სახელმწიფო გასცემს, 50%-ს – ბენეფიციარი.
საქართველოს სამინისტროს სოფლის მეურნეობის ახალქალაქის საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრი დაინტერესებულ პირებს, კოოპერატორებს და ფერმერებს შეხვედრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 595 85 83 35, 577 25 74 76.