ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება აქტიური ტემპით მიმდინარეობს. ზოგიერთი ფერმერი მოსავლით კმაყოფილია, ზოგიერთი არა, კარტოფილის მოსავლიანობაზე წელს იმოქმედა არა მხოლოდ ამინდის პირობებმა, არამედ კარტოფილის ჯიშებმაც.
ფერმერების უმეტესობა უკმაყოფილოა მხოლოდ გარკვეული ჯიშების მოსავლით, ხოლო დანარჩენმა ჯიშებმა წელს იმაზე უკეთესი მოსავალი მისცეს, ვიდრე შარშან.
ფერმერების სასიხარულოდ უკვე ორი კვირაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარგი ამინდია. ყველა მინდორშია, მსხვილი ფერმერები კარტოფილის მოსაკრეფად ხალხს ქირაობენ, ხოლო მცირე ფერმერები- მთელი ოჯახოთ კრეფენ.
სხვადასხვა სოფლიდან ფერმერების ჩვენი გამოკითხვების თანახმად, მოსავლიანობა სხვადასხვა სოფელში განსხვავებულია. სოფლებში, სადაც დაისეტყვა და წყალდიდობა იყო, მოსავლიანობა ცუდია. მიწათმოქმედები დანარჩენ მინდვრებში კმაყოფილი არიან. მოსავლით ძილირითადად უკმაყოფილო არიან ის ადამიანები, რომლებმაც “გრანადას”, “ოდეტას”, “არიზონის” ჯიშები დათესეს.
სოფელ პატარა სამსარიდან ავაგიან მუშეღმა ერთი კვირაა, რაც კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყო, მას დაახლოებით კიდევ 15 დღე დასჭირდება. ის მოსავლით კმაყოფილია.
“მოსავალი წელს შარშანდელზე უკეთესია. ჩვენი მიწები სეტყვამ არ დასეტყვა. კარტოფილი ფიტოფტორით დაავადდა, წამალი შევასხურეთ, თუმცა ვერ დაეხმარა. ვინც “გრანადას” თესლი დათესა, მოსავალი ვერ მიიღო, კარტოფილი გახმა”,- ამბობს ავაგიან მუშეღი.
მისი თქმით, კარტოფილის მოსავლიანობა 1 მეასედზე 250 ც შეადგენს.
სოფელი კოჩია არის იმ სოფლებს შორის, სადაც სეტყვამ და წყალდიდობამ მიწები გაანადგურა. სოფელ კოჩიოდაბ ოგაჯანიან ანდრანიკი ამბობს, რომ სადაც დასეტყბილია კარტოფილი 10%-ით ამოვიდა, დანარჩენ ადგილებში კარგი მოსავალია.
“სადაც წყალდიდობა იყო, უფრო მეტად დაავადდა ფიტოფტორით. ხოლო ეს დაავადება კაროტიფლი თესლზე იყო დამოკიდებული. “არიზონას” და “ გრანადას” ჯიშები უფრო ეტად დაავადდა ფიტოფტორით. მე მხოლოდ “ჯელის” ჯიში მითესია და ძალიან კმაყოფილი ვარ”,-ამბობს ოგაჯანიან ანდრანიკი.
მოსავლიანობა, აგაჯანიანის თქმით, 1 მეასედზე 250-300 ც იქნება.
წელს ფიტოფტორიოზის დაავადება კლიმატური პირობების გამო მუნიციპალიტეტში ძალიან იყო გავრცელებული. ბევრი მიწების მკურნალობას წამლებით ცდილობდა, თუმცა ამან ყველას არ უშველა, ამასთანავე წამლები ძვირი ღირდა, და ყველას არ შეეძლო ყიდვა.
სოფელ ალასტანიდან ნაირ მელტონიანმა სხვადასხვა ჯიშის კარტოფილი დათესა, მაგრამ “ოდეტას” და “გრანადას” ჯიშებით კმაყოფილი არ არის. კარტოფილის მოსავლიანობაზე, ფერმერების თქმით, კლიმატურმა პირობებმაც იმოქმედა.
“ზოგადად მოსავალი კარგი არ არის, ჩემი- სხვებთან შედარებით კარგია, მე “სოფიას”, “გრანადას”, “ჯელის”, “ოდეტას” ჯიშები დავთესე. “გრანადა” უფრო ადრე და უფრო მეტად დაავადდა, წამლებით ვმკურნალობდი, რაოდენობა არის, მაგრამ ნაყოფი არ გაიზარდა. “ოდეტას” ჯიში საერთოდ არ ამოვიდა. ხალხმა გაზაფხულზე ვერ მოახერხა შარშანდელი მოსავლის გაყიდვა, წამლწბის ფული არ ჰქონდათ. 16 ტ კარტოფილი მეც გადავყარე, ვერ გავყიდე”,- ამბობს ნაირ მელტონიანი.
ის აღნიშნავს, რომ ვისაც საკუთარი ტექნიკა არ აქვს, კარტოფილის მოყვანა ძვირი უჯდება, თვითღირებულება მაღალია.
სოფელ ხავეთიდან სამველ ხაჩატრიანი ამბობს, რომ ფიტოფტორიზს წამალმა არ უშველა, პირიქით, უარესად გახდა.
“სულ ორ ადგილას იყო გამხმარი, წამლების შესხურების შემდეგ მთელი მინდორი გახმა. “გრანადას” მოსავალი ცუდია. მომავალში “სოფიას” დავთესავ”,- ამბობს სამველ ხაჩატრიანი.
სოფელ ხავეთიდან იურა საარიანმა ამჯობინა საერთოდ არ შეეწამლა.
“გრანადას” თესლს ცუდი მოსავალი ჰქონდა, ნაყოფი არ გაიზარდა. რაოდენობა არის, ხარისხი არა. წამლები არ შემისხურებია, ჩემი ძმა მკურნალობდა წამლებით, და პირიქით დაავადებამ უფრო მოიმატა. “სოფია”, “დედოფალი ანნა” კარგად ამოვიდა. ზოგადად მე სტაფილო უნდა დამეთესა”,- ამბობს იურა საარიანი.
სოფელ ბარალეთში სიტუაცია დიდად არ განსხვავდება.
«დაავადებულ მინდვრებზე კარტოფილი საერთოდ არ ამოვიდა, და ეს ძირითადად “ოდეტას”, “ორიზონას”, “გრანადას” ჯიშები იყო, ხოლო “ჯელიმ” მშვემიერი მოსავალი მოგვცა, შარშანდელზე უკეთესიც”,- თქვა ვარლამ ბერუჯანიანმა.
ახალქალაქის კარტოფილის ფასი ახლა 65-70 თეთრია, მყიდველი ცოტაა.