ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვეგეტაციის საადრეო ჯიშის კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყო.

ახალქალაქში ფერმერებმა კარტოფილის მოსავლის აღება უკვე დაიწყეს. იმის გათვალისწინებით, რომ მთის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის სეზონი სექტემბრის მეორე ნახევრიდან და ოქტომბრის თვეში იწყება, აგვისტოში კარტოფილის რთველი ნაადრევად ითვლება. თუმცა, ბოლო დროს ახალქალაქში დაიწყეს ნაადრევად მომწიფებული კარტოფილის მოყვანა.

kartofil3

ჰოვჰანნეს მურადიანი ერთ-ერთი ახალქალაქელი ფერმერია, რომელიც ასობით ჰექტარზე თესავს კარტოფილს. საადრეო კარტოფილის თესვაც დაიწყო და ამას სწორ ნაბიჯად თვლის.

„უკვე ვაგროვებთ საადრეო კარტოფილს. ცოტანი ვართ ფერმერი, რომლებიც ადრეულ კარტოფილს ვთესავთ. ეს სწორ მიმართულებად მიმაჩნია, რადგან მოსავლის ძირითადი ნაწილის აღებამდე ბევრია სამუშაო ძალა. საადრეო ჯიშის კარტოფილის მოგება მაღალია. უფრო დიდი კარტოფილი ერთბაშად იყიდება, პატარას კი სათესლად ინახავენ“, – ამბობს ფერმერი ჰოვჰანნეს მურადიანი.

Kartofel 5

სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტის, მახარე მაცუკატოვის თქმით, ახალქალაქში კარტოფილის ჯიშების უფრო და უფრო „დივერსიფიკაცია“ დაიწყეს. ისინი კარტოფილს თესავენ სხვადასხვა ვეგეტაციის პერიოდში.

„როგორც წესი, ჯავახეთში ძირითადად, ირგვებოდა საშუალო, საშუალო-საგვიანო, გვიანი სიმწიფის ჯიშები. მაგრამ ახლა პრაქტიკა აჩვენებს, რომ აგვისტოდან შესაძლებელია სხვადასხვა ჯიშის შეგროვება. რათა უფრო მალე გამოჩნდეს ბაზარზე. საადრეო ჯიშების შენახვა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, საწყობები არ გვაქვს. რატომ არის ზოგადად საშუალო და საგვიანო ჯიშების დათესვა მომგებიანი?! რადგან უკვე სექტემბერში და ოქტომბერში ტემპერატურა ბუნებრივად აღწევს იმ დონეს, როცა უკვე შესაძლებელია მოსავლის აღება. ხოლო როცა ტემპერატურა მაღალია და კარტოფილს ვაგროვებთ, მოსავლის გასაციებლად საჭიროა სპეციალური ადგილი. ვინაიდან თანამედროვე საწყობები არ გვაქვს, კარტოფილის შენახვა ძალიან რთულია. თუ ვინმეს აქვს ასეთი ადგილი, სადაც ტემპერატურა მაგარია, რეჟიმის კონტროლის ჩატარება შესაძლებელია, მაშინ მას შეუძლია შეინარჩუნოს იგი“, – ამბობს ის.

ხალხი ამბობს, რომ საადრეო ჯიშის კარტოფილს სუსტი და თხელი კანი აქვს, რაც შენახვის პროცესს ართულებს, მაგრამ ექსპერტი მახარე მაცუკატოვი აღნიშნავს, რომ თუ ნაყოფი მწიფდება მოსავლის აღების დროს, ის შეინახება.