ახალქალაქში უკვე რამდენიმე დღეა თოვს. გუშინ, 18 დეკემბერს, ძლიერი ქარისა და ქარბუქის გამო სოფლებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.
ახალქალაქის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, დასუფთავების ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გზები კვლავ თოვლით არის დაფარული.