ზემო ლარსის საგუშაგო ყველა ავტოტრანსპორტისთვის ღიაა, გარდა ქართული სატრანზიტო ნომრის მქონე მანქანებისა.
ინფორმაციას Jnews-თან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარულ გადაზიდვებში ჩართული მძღოლები ავრცელებენ.
მათი თქმით, სიახლეები სასაზღვრო პუნქტის წარმომადგენლებმა აცნობეს. ამჟამად სომხური, ქართული, სომხური ტრანზიტული ნომრების მქონე მანქანებს შეუძლიათ მოძრაობა, მაგრამ ქართული ტრანზიტული ნომრები ვერ გაივლიან.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურის საბაჟო პროგრამებზე ჰაკერული თავდასხმის გამო, 10 აპრილიდან ზემო ლარსის გავლით მოძრაობა შეძერებულია. ტექნიკური პრობლემების გამო საბაჟოზე გავლა მხოლოდ რუსული ნომრის მქონე მანქანებს შეეძლოთ, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე უზარმაზარ რიგში უცხოური და ტრანზიტული ნომრების მანქანებიც იდგნენ. 13 აპრილის 17:00 საათისთვის მოძრაობა უცხოური ნომრის მქონე ავტომობილებისთვის აღდგა.