უკვე რამდენიმე დღეა, ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე ორმოების გასწორების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” ასრულებს.

„სამუშაოები დავიწყეთ და მივიღეთ მითითებები მერიიდან, ასევე გვჭირდება სამუშაოების ჩატარება ქალაქის ცენტრში. ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მერია მიგვითითებს“, – თქვა კომპანია „ჯავახავტოგზას“ წარმომადგენელმა.

3

რაც შეეხება ჩარენც-ნალბანდიანის გზაჯვარედინს, რომელიც Energo Pro Georgia-ს კომპანიამ 2023 წელს ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის მიზნით გათხარა, ეს მონაკვეთიც მოასფალტდება.

2

ამ გზაჯვარედინზე ასფალტის დამგები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს სამუშაო უნდა ჩაატარონ და დაახლოებით 3-5 დღეში დაასრულებენ.

5

აღსანიშნავია, რომ კომპანია “ჯავახავტოგზამ” გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის პერიოდში დაიწყო, როცა საავტომობილო მოძრაობა უფრო პასიურია. გასულ წლებში ასფალტის სამუშაოების დროს ცენტრალური ქუჩები საათობით იყო გადაკეტილი ან გაუვალ მდგომარეობაში იყო.

1

აღვნიშნოთ, რომ ამ სამუშაოებს კომპანია “ჯავახავტოგზა” გასულ წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერიდან დაზოგილი თანხებით ახორციელებს.