ამიერიდან მართვის მოწმობის აღების ან დოკუმენტაციასთან სხვა ოპერაციების შესასრულებლად ახალქალაქის მომსახურების სააგენტო ორი დღის განმავლობაში, პარასკევსა და ხუთშაბათს იმუშავებს.
როგორც Jnews-ს შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ახალციხე-ახალქალაქის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ყოველი კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს ახალქალაქის სერვისცენტრში მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურებებას გაუწევენ.
ამიერიდან სააგენტოს ის სერვისებიც დაემატება, რისთვისაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა ახალციხეში დადის. წარმოგიდგენთ ახალქალაქის სააგენტოს სერვისების ჩამონათვალს:
მართვის მოწმობისთვის სატრანსპორტო საშუალების ფლობის თეორიული ტესტი
მართვის მოწმობის A1, A2 და B (პირველი ეტაპი) კატეგორიებისთვის პრაქტიკული გამოცდა
მართვის მოწმობის შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა
მანქანების განბაჟება და რეგისტრაცია
იარაღის რეგისტრაცია
სააგენტოსგან ცნობების მიღება და მზა დოკუმენტის წარდგენა
თავდაპირველად სააგენტო მხოლოდ პარასკევს მუშაობდა და ყველა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა მართვის მოწმობის გამოცდების მეორე ტურს კვლავ ახალციხეში ტარდება.